სანამ შაბათ-კვირას დაგეგმავთ, დაფიქრდით, იქნებ მსოფლიოს საუკეთესო ფილმები არ გინახავთ და იმ მსახიობის შემოქმედებას არ გაცნობიხართ, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა "ოსკარის" მისაღებად. ჰოლივუდის სიმპათია და ეშხი - ასე ეძახიან ლეონარდო დიკაპრიოს წითელ ხალიჩაზე და დაგვეთანხმებით, რომ ლეო დღესაც ათასობით ქალს მოსწონს.
ნახეთ 6 საუკეთესო ფილმი ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით
ლეოს ფილმებიდან პირველი სწორედ ეს უნდა ნახოთ, გენიალური ფილმი გენიალური შერსულებით. ,,შეშლილთა კუნძული“ მეორე მსოფლიო ომის მარშალსა და ყოფილ ჯარისკაცზე, ამერიკელ ტედ დენიელსზე მოგვითხრობს. ისინი საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებენ, მაგრამ ტედს საშინელი ხილვები დაეწყება და ექიმი ქაულიც არანაკლებ უშლის ხელს საქმის გამოძიებაში. უყურეთ ფილმს
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დააარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის დაიჭირეს ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღესდღეობით კითხულობს ლექციებს ,თუ როგორ მიაღწიო წარმატებას. ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული და დიკაპრიო გენიალურად ასრულებს მთავარ როლს. უყურეთ ფილმს
აუცილებლად საყურებელი ფილმების სიაში ესეც უნდა შეიყვანოთ. მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ-უმცროსი, თავს ექიმად, ადვოკატად და პილოტად ასაღებს და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი ბიჭი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად. აბა, დაიჭირეთ, თუ შეგიძლიათ. უყურეთ ფილმს
2019 წელს გადაღებული ფილმი ლეონარდოს თუ არა, ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს გამო უნდა ნახოთ. ფილმში მოქმედება ვითარდება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში. ამომავალი მსახიობი და მისი დუბლიორი ცდილობენ, გზა გაიკვლიონ კინოინდუსტრიისკენ, ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელ წლებში... უყურეთ ფილმს
- რა აწუხებს გილბერტ გრეიფს
დიკაპრიოს გენიალური ნიჭი სწორედ ამ ფილმიდან შეამჩნია საზოგადოებამ. ჯონი დეპისა და ლეოს იდეალურ დუეტში დიკაპრიო გონებაშეზღუდული ბიჭის როლს თამაშობს, გილბერტმა კი თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც მის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის. ცხოვრება იმაზე რთულია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. უყურეთ ფილმს
ფილმი წარმოადგენს ფ. სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. ოდესღაც ჯეი გეთსბი ახალგაზრდა ქალზე – დეიზი ბიუკენენზე იყო შეყვარებული. და აი, რვა წლის შემდეგ, საიდუმლო გზით გამდიდრებული გეთსბი, კვლავ გამოჩნდება ლონგ-აილენდზე და კუნძულის მოდურ საზოგადოებას მყუდროებას ურღვევს, რათა საყვარელი ქალბატონის გული კვლავ მოინადიროს. უყურეთ ფილმს