ლამბერსექსუალი - ეს არის მამაკაცის სტილი, რომელიც გრძელ, მოვლილ წვერს გულისხმობს და ამ სტილის მამაკაცები უბრალო ტანისამოსს ატარებენ. შეიძლება ითქვას, რომ ლამბერსექსუალებს ცოტა უხეში შესახედაობაც კი აქვთ.
ნახეთ 5 ლამბერსექსუალი მამაკაცი მსახიობი, რომლებიც გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ
ბროკ ო ჰორნი
პირველი ლამბერსექსუალი ყველასთვის კარგად ცნობილი, ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბროკ ო ჰორნია. ბროკი საკრამენტოში დაიბადა, უნივერსიტეტი დაამთავრა და აღნაგობის გამო თავისი ვიზუალით, პროფესია მალევე შეიცვალა. ბროკმა თმა გაიზარდა, წვერიც ფორმაში მოიყვანა და ლამბერსექსუალისთვის შესაფერისი სტილი მოირგო. დღეს ჰორნის სტილს ბევრი მამაკაცი ბაძავს.
ჯან იამანი
თურქი მსახიობი და მოდელი ჯან იამანი ლამბერსექსუალურ კრიტერიუმებში იდეალურად ჯდება. მსახიობი წლები გრძელ, მოვლილ წვერსა და ასევე გრძელ თმას ატარებდა. მისი სტილი ცოტა უხეში და ამავდროულად, დახვეწილია. ჯანი თურქეთში და მის საზღვრებს გარეთ ქალბატონებს განსაკუთრებით უყვართ.
ჯეისონ მომოა
კიდევ ერთი ლამბერსექსუალი მსახიობი ჯეისონ მომოაა, რომელიც უკვე წლებია ამ სტილის მიმდევარია. მომოა ტანით საკმაოდ დიდია, ის 1.93 სანტიმეტრია და ეს სტილი მსახიობისთვის ზუსტად შესაფერისია. საზოგადოება მომოას სერიალ ,,სამეფო კარის თამაშებიდან“ იცნობს.
ჯარედ ლეტო
ამერიკელი მუსიკოსი, რეჟისორი და მსახიობი ჯარედ ლეტო ამ ბოლო პერიოდში ლამბერსექსუალთა რიგებს შეუერთდა. 49 წლის მსახიობი საზოგადოებამ ფილმ ,,თვითმკვლელთა რაზმიდან“ გაიცნო. ჯარედ ლეტო რამდენიმე წლის წინ საქართველოსაც ეწვია.
ჯეიმი დორნანი
ბოლო ლამბერსექსუალი მამაკაცი მსახიობი ყველასთვის კარგად ცნობილი ჯეიმი დორნანია. საზოგადოება მას მისი ცნობილი ეკრანული პერსონაჟის, კრისტიან გრეის სახელითაც იცნობს. სიმპათიური და ეშხიანი ჯეიმი ამ ბოლო დროს ახალი სტილით მოევლინა სამსახიობო სივრცეს, გრძელი, მოვლილი წვერი და ცოტა უხეში სტილი. მოდით, ვაღიაროთ, კრისტიან გრეის ყველაფერი უხდება.