ოთხმოცდაათიანებმა გვაჩუქეს ბევრი ინსპირაციული მომენტი კინოფილმებიდან: 30 წლის შემდეგაც კი მთავარი გმირის კოსტიუმები ფილმიდან "უსარგებლონი", ეკრანული გარდერობი კრისტი ტარლინგტონის მონაწილეობით ფილმიდან "პოდიუმი" დღემდე დიზაინერებისა და ინფლუენსერების შთაგონების წყაროა. დახვეწილი საღამოს კაბები, აქსესუარები, თავისუფალი ყოველდღიური სტილი - გავიხსენოთ ფილმები, რომლებმაც მოდაში 90-იანების ტანსაცმელი დააბრუნეს.
"ძირითადი ინსტინქტი" (1992)
- რთულია არ შევნიშნოთ გასაიდუმლოებული მწერლის, კეტრინ ტრამელის იმიჯი 1990-იანების პოპ-კულტურის დასაწყისში. მოცულობითი ჩალისფერი კარდიგანი შიშველ სხეულზე, გამჭვირვალე ტოპი მამაკაცის გარდერობიდან კოსტიუმის ქვეშ, მინი-კაბები პაიეტებით, თრენჩი კარამელისფერში... სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა ერთი რამ ნათლად არის გასაგები, შერონის კინოროლში გამოყენებული გარდერობი მინიმალიზმის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა, ხოლო თუკი იდეალური ლუქის ფორმულა გჭირდებათ, გაიხსენეთ მთავარი გმირის საკვანძო ჩაცმულობა: მოკლე კაბა ჩალისფერში, კლასიკური "ნავები" ღია ქუსლით და ოვერსაიზ ლაბადა.
"სიკვდილი უხდება" (1992)
- 1992 წელს ფილმის რელიზი წარუმატებლად გამოჩნდა: კრიტიკოსებმა საკმაოდ ცივად შეაფასეს, თუმცა მოგვიანებით ფილმი კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. შავი კომედია რობერტ ზემეკის, მერილ სტრიპის და გოლდი ჰოუნის მონაწილეობით კემპური ფილმის იდეალური მაგალითი აღმოჩნდა. ფილმმა შედეგად "ოსკარი" აიღო, თუმცა ლამაზი კაბები მედლინის და ჰელენის გარდერობიდან გამორჩათ; შავი ბოდე კი, რომელიც დღემდე აქტუალურია, ინგლისელ მხატვარს, ჯოენე ჯონსტონს ეკუთვნის.
"უმაღლესი მოდა" (1994)
- ფილმის მოქმედება 1994 წლის გაზაფხული-ზაფხულის პარიზულ ლუქებზეა. რეჟისორი რობერტ ოლთმენი იმდროინდელ მთავარ ვარსკვლავებს გვაჩვენებს: კლაუდია შიფერი, ნაომი ქემპბელი, ტიერი მაგლერი, ჟან-პოლ გოტიე და კრისტი ტარლინგტონი. ყველამ ერთად მოახერხა რეალური ატმოსფეროს შექმნა. "უმაღლესი მოდა", მოდელებისა და დიზაინერების გარდა, სოფი ლორენის, კიმ ბესინჯერის და რუპერტ ევერეტის მონაწილეობითაც გახდა გამორჩეული.
“უსარგებლონი“ (1995)
- ამ კინოფილმმა პოპულარობა მთავარი გმირების ტანსაცმლით მოიპოვა და რა თქმა უნდა, საკულტო ფრაზით As if! თანამედროვე რეალობაში მსახიობების გარდერობი, სკოლის მოსწავლეების გარდერობით დაწყებული, საკულტო კაბებით დასრულებული, აქტუალურია 30 წლის შემდეგაც. ყველაზე ლამაზი აუთფიტი კი Dolce & Gabbana-ს კუბოკრული კოსტიუმი ყვითელ ფერში შერიზე და შავ-თეთრი დიონზე მერი ჯეინის ფეხსაცმლით იყო დაბალანსებული.
„პოდიუმი“ (1995)
- ეს დოკუმენტური ფილმი კრისტი ტარლინგტონზეა, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის 1994 წლის მოდის კვირეულში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მოდის მიმდევრებს ყურადღების მიღმა დარჩათ ეს ფილმი. კინოეკრანიზაციაში კრისტისთან ერთად რეჟისორი რობერ ლიკოკი მოგზაურობს მარშრუტზე მილანი-პარიზი-ნიუ-იორკი, გზადაგზა შესაფერისი ლუქებით. იდეალურად გამოყვანილი კოსტიუმები, აბრეშუმის პერანგები და ტყავის თრენჩი. ფილმის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ მოდელის დატვირთული ცხოვრების რეჟიმი, გემოვნებიანი სტილი და მიხვდეთ, თუ როგორი სასიამოვნო გოგოა ტარლინგტონი.
წყარო:vogue