კინო

5 ფილმი, რომლებიც შემოდგომას შეგაყვარებთ

5 ფილმი, რომლებიც შემოდგომას შეგაყვარებთ
შემოდგომა ის სეზონია, გემრიელად რომ უნდა მოკალათდე და სასიყვარულო ფილმებს უყურო. კინოინდუსტრიას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ შემოდგომაზე უამრავი ფილმია გადაღებული და მათგან საუკეთესოს არჩევა საკმაოდ რთულია. გინახავთ ფილმები, რომლებიც შემოდგომის მოსვლას ყოველ წელს კიდევ უფრო მოგანდომებთ?

მოდით, ერთად ვნახოთ 5 ფილმი, რომლებიც შემოდგომას შეგაყვარებთ


When Harry Met Sally - როდესაც ჰარი შეხვდა სალის 



ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციის დროს, ახლობელი ადამიანის ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს.

მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე ფიქრები, რომ მათ ერთმანეთი უყვართ.

Love Story - სიყვარულის ისტორია



70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა ორი ახალგაზრდის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერებასა და სევდით სავსე სიყვარულზეა.

Sweet November - ტკბილი ნოემბერი



ნელსონი არის კაცი, რომელმაც კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. უმშვენიერესი სარა ყველა დანარჩენისგან განსხვავებული ქალია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის და ნამდვილ სიყვარულს აპოვნინებს. 

October Sky - ოქტომბრის ცა



1999 წელს გადაღებული გენიალური ფილმი, ჯეიკ ჯილენჰალისა კრის კუპერის მონაწილეობით მართლაც რომ საუკეთესოა. ფილმი დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე - მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა.

You've Got Mail - სახლი ტბასთან 



ეს ფილმი ყველა ადამიანს ნანახი უნდა ჰქონდეს. წიგნის მაღაზიის ქსელის მაგნატს, ჯო ფოქსს და დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის მფლობელ ქეთლინ კელის ინტერნეტით ანონიმურად ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამავე დროს, ჯო ქეთლინის წიგნების მაღაზიის ბიზნესის დახურვას ცდილობს, თუმცა სიყვარული ყველა პრობლემას მოაგვარებს.

წყარო: www.countryliving.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93