კინო

7 ახალი თურქული სერიალი, რომლებიც უნდა ნახოთ

7 ახალი თურქული სერიალი, რომლებიც  უნდა ნახოთ

Zemheri

  • ახალი სერიალი, "შავი სიყვარულის" შემქმნელებისგან. ამიტომ სამსახიობო ქასთსა და სიუჟეტში არის რაღაც მსგავსებები. სიუჟეტი უბრალო თურქ გოგონა ფირუზეზეა, რომელიც მსხვილ ჰოლდინგში იწყებს მუშაობს, კომპანიის დირექტორი კი ის მამაკაცია, რომელმაც გოგონას მამა ციხეში ჩასვა. სამსახურში ფირუზე შეხვდება თავის ყოფილ შეყვარებულს, რომელიც ორი წლის წინ ჰორიზონტიდან ყოველგვარი ახსნ-განმარტების გარეშე გაქრა. ახლა მთავარი გმირის დავალება მამის გათავისუფლება, ოჯახური პრობლემების მოგვარება და სიყვარულისთვის ბრძოლა მოუწევს.

Sefirin Kizi

  • სერიალისადმი დიდი ინტერესი 2019 წელს გაჩნდა. სიუჟეტი ტიპური თურქული ოპერის მიხედვით ვითარდება: მდიდარი გოგონა
    შეყვარებულია დაბალი სოციალური სტატუსის ბიჭზე - სანჯარზე. რა თქმა უნდა, მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან მშობლები. მთავარი გმირის როლის შემსრულებელი - ნარე უეცრად უკვალოდ გაქრება. საყვარელი ქალის დაკარგვის გამო ბიჭი გადაწყვეტს თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლას და ფერმის მფლობელი ხდება, რომელშიც ერთ დროს მამამისი მუშაობდა. სანჯარი ამ დროს სხვა ქალზე დაქორწინებას გადაწყვეტს, თუმცა ქორწილის დღეს უეცრად ნარე გამოჩნდება. გადაარჩენს თუ არა თავის სიყვარულს წყვილი?

Hercai

  • სიყვარულის ისტორია, რომელიც ზიზღით დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად მირანი, სტამბოლიდან პატარა ქალაქ მიდიატში ჩამოდის გავლენიანი კაცის შვილიშვილის ხელის სათხოვნელად, თუმცა ვერავინ ხვდება მის მზაკვრულ ჩანაფიქრს. მისი მიზანი თავისი ოჯახის გამო შურისძიებაა. მირანის გეგმაში გახმაურებული გვარის მემკვიდრის მოხიბვლაა და შემდგომ მისი გულის გატეხა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც გეგმავდა, მათ შორის ნამდვილი გრძნობები იჩენს თავს.

Kuzey Yildizi

  • კიდევ ერთი სერიალი სიყვარულსა და ზიზღზე. ილდიზი და ქუზეი ერთ სოფელში გაიზარდნენ. თავიდან ახალგაზრდები კარგი მეგობრები იყვნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს დაოჯახება. თუმცა ქორწილამდე საქმე არ მივიდა, ბიჭმა სტამბოლში გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლა, სადაც ახალი სიყვარული იპოვა. 20 წლის შემდეგ ქუზეი გადაწყვეტს სოფელში დაბრუნებას, ილდიზი კი სხვა სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ცდილობს ყველანაირად ყოფილი შეყვარებულის თავისი ცხოვრებიდან ამოშლას.

Ferhat ile Sirin

  • ამ სერიალის ნახვა კარგი ქასთის გამო მაინც ღირს: ტოლგა სარიტაში და ლეილა თანლარი იმდენად კარგად ასრულებენ თავიანთ როლებს, რომ სრულად იწყებთ მათ გულშემატკივრობას. ისინი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, თუმცა შეყვარებულებისთვის ეს არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს, რასაც ნათესავებზე ვერ ვიტყვით. მთავარი გმირის და ცდილოს ყველანაირი მეთოდით მოიშოროს ფერჰატი გზიდან და არ შემოუშვას თავის ოჯახში, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი სიყვარულისთვის ნებისმიერი დაბრკოლებისთვის მზად არის.

Azize

  • სერიალი შეუძლებელ სიყვარულზეა. მელექმა ერთ დროს ალფანის ოჯახის სიძლიერე დაამსხვრია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, გოგონა გაიზარდა, შეიცვალა სახელი და ახლა ოცნებობს, ახლობლების გამო შური იძიოს.  გზად ბევრ წინაღობას წააწყდება, ერთ-ერთი მთავარი კი სიყვარულია. ალფანის წარმომადგენელს და მთავარ გმირს შორის  გრძნობები იჩენს თავს, რაც მელექს ჩიხში ამწყვდევს, შური იძიოს თუ ვნებას მიეცეს.

Halka

  • სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელიც "სამი ბეჭდის" დაჯგუფებამ ჩაიდინა, ორი ბიჭი - კაანი და ჯიჰანგირი დააახლოვა ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა, ორივეს შურისძიება სურს იმ დაჯგუფებაზე, რომელმაც საშინელი ბოროტება ჩაიდინა მათი ოჯახების მისამართით. თუმცა არ იციან, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ომი საკმაოდ რთული იქნება.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93