BroadbandChoices-ის რეიტინგი შექმნილია მაყურებლის გულისცემის სიხშირის დათვლის მეთოდით საშინელებათა ფილმების ყურების დროს. როგორც გაირკვა, კომპანიამ შეაგროვა 50 საუკეთესო საშინელებათა ფილმი. შემდგომ 50 სხვადასხვა ასაკისა და კულტურის წარმომადგენელს მოუყარა თავი ფილმების სანახავად, პარალელურად მათი გულისცემის სიხშირის აჩქარების გასაზომად. რომელი ფილმები აღმოჩნდა ყველაზე საშიში მათი რეიტინგიდან, ჩაინიშნეთ ტრიუმფატორების სია:
სინისტერი/2012
სტანდარტული გულისცემის სიხშირე დაახლოებით 65 დარტყმას აფიქსირებს წუთში. დეტექტიური თრილერის ნახვისას მაყურებლებში გულის სიხშირის საშუალო შკალა 32% დაითვალა, რაც 86 დარტყმას უდრის წუთში. ამასთანავე, დაძაბული მომენტების ყურებისას მაღალი მაჩვენებელიც 131 დარტყმა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაყურებლის გული ორჯერ უფრო ძლიერი დარტყმით რეაგირებდა, ვიდრე ჩვეულებრივ.
ასტრალი/2010
ფილმი პარანორმალურ საშინელებებზე მაყურებლებში ლიდერის პოზიციით სარგებლობს - წუთში გულისცემა 86, ხოლო მაქსიმალური დარტყმა 133 დაფიქსირდა.
წყევლა/2013
85 დარტყმა წუთში სურათის ნახვისას, რომელიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, პარანორმალური საქმეებითა და ისტორიით მესამე ადგილს იკავებს, თუმცა IMDB-ს რეიტინგში ნამდვილად არ გამოირჩევა მაღალი შეფასებით.
რეინკარნაცია/2018
ფილმის სიუჟეტი ყველა ასაკის მაყურებლისთვის საშიში აღმოჩნდა, მაქსიმალური დარტყმების რაოდენობა კი 86 დაფიქსირდა. შესაბამისად, მეოთხე ადგილს "რეინკარნაცია" იკავებს.
პარანორმალური მოვლენები/2007
თუკი იმ მაყურებლების რიცხვში ხართ, ვისაც პარანორმალური ისტორიების მოსმენის არ ეშინია, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ საღამოს. როგორც აღმოჩნდა, ფილმის ყურებისას მაქსიმალური ოდენობა გულისცემის სიხშირე 90 დარტყმას მოიცავდა წუთში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.