პოპულარული სერიალის, "ციხიდან გაქცევის“ მთავარი ვარსკვლავი ვენტვორთ მილერი აღარ აპირებს აღნიშნული სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობის მიღებას და შესაბამისად, მაყურებელი მის გმირს, მაიკლ სკოფილდს ვეღარ იხილავს.
ამის შესახებ მსახიობმა "ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაწერა. ვენტვორთ მილერის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მას აღარ სურს ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება.
"გამოვეთიშე "გაქცევას", რადგანაც აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი გმირები განვასახიერო. მათი ამბები ისედაც ბევრჯერაა მოთხრობილი. მაიკლს ეკრანზე ვეღარ ნახავთ. მესმის შოუს ფანების იმედგაცრუება“, - წერს მსახიობი. ის განმარტავს, რომ ამიერიდან გეი პერსონაჟების როლის შესრულება სურს. გაგრძელება