ბოლო დროს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში კიდევ ერთმა თურქმა მსახიობმა მოიპოვა პოპულარობა. ამჯერად ქართველების ახალი კუმირი ქერემ ბურსინია, რომელიც თინეიჯერების ახალი ფავორიტია.
ქერემი 1987 წლის 4 ივნისს დაიბადა და ამ დრომდე არაერთ ქვეყანაში უცხოვრია, მათ შორის, შოტლანდიაში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, აშშ-ში; ბოლო წლებში კი თავის მშობლიურ ქვეყანაში, თურქეთში ცხოვრობს. 1999 წელს, როდესაც 12 წლის იყო, ქერემი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ემერსონის კოლეჯის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ფაკულტეტი და სამსახიობო გაკვეთილებზე სიარული უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო.
სანამ მსახიობი გახდებოდა, ქერემ ბურსინი მძღოლად მუშაობდა და ამას არასდროს მალავს.
თურქულ კინოინდუსტრიაში გამოჩენამდე ქერემმა ძალები ჰოლივუდში მოსინჯა. მას ამერიკულ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად, 2010 წელს Sharktopus-ში გამოჩნდა და სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა თურქეთში დაბრუნება არჩია.
თავდაპირველად პოპულარობა მოუტანა სერიალმა Güneşi Beklerken, სადაც ქერემ საიერის მთავარი როლი შეასრულა. მთავარი როლი შეასრულა Şeref Meseles-ში, რომელიც პოპულარული იტალიური სერიალის - "ღირსების სახელით“, რიმეიქია.
2016 წელს ბურსინი ცნობილი ბრენდის, Mavi-ს რეკლამის გადასაღებ მოედანზე მიიწვიეს, სადაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი მსახიობი სერენაი სარიქაია გაიცნო და მალე მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყო.
ქერემი და სერენაი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად მიიჩნეოდნენ. ისინი ერთად დადიოდნენ სხვადასხვა დაჯილდოებაზე, ტელეეთერებში, თუმცა ურთიერთობის განმავლობაში არც სკანდალები აკლდათ და არაერთი ჭორი ვრცელდებოდა პარალელურ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომლებიც უმეტესად სერენაისთან იყო დაკავშირებული. განაგრძეთ კითხვა