კინო

7 საუკეთესო საშობაო ფილმი Netflix-ის რჩევით, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

7 საუკეთესო საშობაო ფილმი Netflix-ის რჩევით, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით
"გრინჩი" და "გრემლინსები", ფრანსუა ოზონის ესთეტიკური ფილმი კატრინ დენევის მონაწილეობით და "ძალიან მიურეული შობა" - რომელი ფილმები ვნახოთ დეკემბერში საშობაო განწყობის შესაქმნელად, Netflix-ის რჩევით.

"გრემლინები", 1984

  • არ მოახვედროთ მზის შუქზე, არასდროს დაასველოთ და რაც მთავარია, არ აჭამოთ შუაღამეს - სამი წესი, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც გრემლინს მოიშინაურებს. ბილის საუბედუროდ, ერთი პუნქტი დაირღვა, რამაც პატარა ქალაქ ქინგსტონ-ფოლსში მასშტაბური პრობლემები გამოიწვია, ხოლო შობა ნამდვილ კოშმარად იქცა. 1980-იანების კლასიკა რეჟისორ ჯო დანტეს და პროდიუსერ სტივენ სპილბერგისგან.
Christmas Movies Gremlins GIF - Find & Share on GIPHY

"გრინჩმა შობა
მოიპარა", 2000

  • გრინჩი, ბოროტი ქმნილება მწვანე თმებით, გადაწყვეტს, პატარა ქალაქ ქტოგრადს ჩაუშალოს შობის დღესასწაული და მოიპაროს საახალწლო საჩუქრები 24 დეკემბერს, მაგრამ პატარა გოგონა სინდი მასში ადამიანურ თვისებებს და სიკეთეს გააღვიძებს, მხიარული ფილმი კი გენიალური მსახიობის, ჯიმ ქერის უბადლო სამსახიობო ნიჭის დემონსტრირების კიდევ ერთი საშუალებაა.
how the grinch stole christmas gif | WiffleGif

"8 ქალბატონი", 2000

  • გარეთ 1950-იანებია, ფრანგული ოჯახი, მდიდარი ადამიანის აგარაკი. უზარმაზარი ბურჟუაზიული ოჯახი ემზადება შობის აღსანიშნავად, თუმცა უეცრად მოსამსახურე ოჯახის უფროსს, მარსელს თავის საწოლში დანით მოკლულს იპოვის. 8 ქალბატონი, რომლებიც ახლოს იყვნენ მარსელთან, ჩაკეტილები აღმოჩნდება სახლში. თითოეული მათგანი ეჭვმიტანილია მკვლელობაში. ამ იზოლირებულ ვილაში, რომელიც თოვლით არის დაფარული, პატარა საიდუმლოებები იჩენს თავს. ფრანსუა ოზონის კიდევ ერთი უნიკალური ფილმი, რომელიც ზამთრის საღამოს უნდა ნახოთ.
Pin on filmes

„ძველი ახალი წელი“, 2011

  • საკულტო რეჟისორის, ჰარი მარშალის რომანტიკული კომედია, რომელშიც ვარსკვლავური სამსახიობო ქასთია თავმოყრილი: სარა ჯესიკა პარკერი, ეშტონ კაჩერი, ჯესიკა ბილი, მიშელ პფაიფერი, ჰილარი სუონკი და ზაკ ეფრონი. ფილმის გმირები ნიუ-იორკის მცხოვრებლები არიან, რომელთა ცხოვრება უეცრად ახალი წლის ღამეს ერთმანეთთან გადაიკვეთება.
9 Fun Ideas for Celebrating New Year's Eve at Home

„ძალიან მიურეული შობა“, 2015

  • მსახიობი მილ მიურეი, რომელიც საკუთარ თავს თამაშობს, იმყოფება საკუთარ სასტუმროში ცუდ მდგომარეობაში. ის გაბრაზებულია, იმიტომ, რომ საშობაო შოუს სტუმრები შესაძლოა თოვლის ქარბუქის გამო ვერ ესტუმრონ. როცა ჯორჯ ქლუნი და მაილი საირუსი ბილთან დასახმარებლად მოდიან, ისტორია ჯადოსნურ სანახაობად გარდაიქმნება, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას.
Miley in “A Very Murray Christmas” on Make a GIF

„კლაუსი“, 2019

  • სერხიო პაბლოსის ახალი მულტფილმი, რომელსაც ეკუთვნის ასევე ანიმაცია „საზიზღარი მე“-ს შექმნა. მულტფილმში ისტორია სანტა-კლაუსის წარმოშობის ისტორიაზე გვიყვება. ჯასპერი ფოსტის მფლობელის ზარმაცი შვილია, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება მამის თხოვნით. ახალგაზრდა მამაკაცი უპირატესობას ჭამას და ძილს ანიჭებს, ვიდრე მუშაობას, თუმცა სმირენსბურგში ჩასვლის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ჯასპერმა შობამდე 6000 წერილის დამუშავება უნდა მოასწროს, რა დროსაც გაიცნობს მოხუცს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტრადიციას შექმნის, სახელად შობა. Netflix-ის გასული წლის ჰიტმა ბევრი სხვადასხვა ასაკის მაყურებლის გული უკვე მოიგო.
Pin by Mical James on Klaus ❄️❤️ | Klaus movie, All things wild, Cartoon

„წყვილი დღესასწაულებზე“, 2020

  • რომანტიკული კომედია ემა რობერტსის და ლუკ ბრეისის მონაწილეობით. მარტოხელა სლოანი და ჯექსონი ერთმანეთს მხოლოდ დღესასწაულებზე ხვდებიან, თუმცა სულ მალე ყველაფერი იცვლება და მათ ერთმანეთისადმი სიმპათიები უჩნდებათ, შობამდე კი სულ ცოტა დროა დარჩენილი.

entrelombreetlame - We all have our curses, don't we? Tumblr Blog | Tumgir

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93