კინო

თურქული სერიალების ტოპ 5 ეკრანული წყვილი

თურქული სერიალების ტოპ 5 ეკრანული წყვილი
თურქული სერიალები საქართველოს ტელესივრცეში მეტად აქტუალური და პოპულარულია. ალბათ, იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ერთი თურქული სერიალი მაინც რომ არ ჰქონდეს ნანახი. ქართველმა მაყურებლებმა თურქი მსახიობები, მათი პირადი ცხოვრება და საინტერესო დეტალები იციან და არც ტოპ 5 ეკრანული წყვილის ნახვა იქნება მათთვის უცხო.

ნახეთ თურქული სერიალების ტოპ 5 საუკეთესო ეკრანული წყვილი

ედა და სერქანი



ამ ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული ეკრანული წყვილი ედა ილდიზი და სერქან ბოლათია. მათზე თურქული პრესა ხშირად წერს. ედა და სერქანი სერიალში "დააკაკუნე ჩემს კარზე"
თამაშობენ და მაყურებლებს მათი დუეტი გამორჩეულად უყვარს.



ჰანდესა და ქერემის რეალურ ცხოვრებაში ჯერ არავინ გამოჩენილა და ფანები ვარაუდობენ, რომ ისინი ერთად არიან. ეს ულამაზესი წყვილი ტოპ 5 ეკრანული წყვილის პირველ ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

ჯანი და სანემი



რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ჯანსა და სანემზე აქტიურად საუბრობდნენ. სერიალმა "ნაადრევი ფრინველი" რეიტინგული სერიებითა და დრამებით საზოგადოებას მალე შეაყვარა თავი.



როგორც თურქული გამოცემები წერდნენ, დემეთ ოზდიმირი, იგივე სანემი და ჯან იამანი, იგივე ჯანი, რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და სერიალის დასრულებიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

დეფნე და ომერი



ტოპ 5 ეკრანული წყვილის სიაში მესამე ადგილს დეფნე და ომერი იკავებენ. ელჩინ სანგუსა და ბარიშ არდუჩის იდეალური დუეტი ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა.



სერიალი "დაქირავებული სიყვარული" თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სერიალი იყო. დეფნე ტოპალისა და ომერ იფლიქჩეს სიყვარულმა სერიალს პოპულარობა წლების განმავლობაში შეუნარჩუნა.

მირა და იამანი



სერიალი "გზაჯვარედინი" ქართველი ტელემაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი სერიალია. მირასა და იამანის საოცარი სიყვარული სერიალის დაწყებიდან მალევე გამომჟღავნდა და 2 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა.



სერიალის მსვლელობისას თურქულ პრესაში დაიწერა, რომ სერენაი იამანს ანუ ჩაღათაის ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

გამორჩეული ეკრანული წყვილის ადგილს ეს ულამაზესი დუეტი ნამდვილად იმსახურებს.

სენა და იამაჩი



ბოლო ადგილს სერიალ "ორმოს" მთავარი გმირები, ყველასათვის საყვარელი სენა და იამაჩი იკავებენ.



ეს ულამაზესი წყვილი საზოგადოებას დღემდე უყვარს და ბევრი მათ ეკრანულ დუეტს დღემდე დადებითად იხსენებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93