ბრიტანულ მედიაში კრისტენ სტიუარტის პირველი ფოტოები გავრცელდა, სადაც ის პრინცესა დიანას როლს თამაშობს.
როგორც ცნობილია, ძალიან მალე ეკრანებზე გამოვა ფილმი, რომელშიც კრისტენი მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე საყვარელი პრინცესას, დიანას როლს შეასრულებს.
ცნობისთვის, ფილმის სახელია Spencer. კინოსურათს რეჟისორი პაბლო ლარეინი გადაიღებს, რომელიც წარმატებული ფილმის, Jackie-ს რეჟისორიცაა.
აღნიშნულ კინოსურათში შესრულებულმა, ამერიკის პირველი ლედის, ჯეკი კენედის როლმა მაშინ ნატალი პორტმანს ოსკარის ნომინაცია მოუტანა.ბრიტანული მედიის ცნობით, ფილმ Spencer-ში არაფერი იქნება პრინცესა დიანას გარდაცვალებაზე.
მასში ლედი დის ცხოვრების იმ ეპიზოდს აღწერენ, როცა პრინც ჩარლზთან ურთიერთობა დაეძაბა და მასთან დაშორება გადაწყვიტა, პერიოდი, როცა დიანამ გააცნობიარა, რომ აღარ სურდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ყოფილიყო.