სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მშობლები პირველად გახდნენ. "ჯონ სნოუს" როლის შემსრულებელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სერიალის მაყურებელთა შორის და მისი ოჯახური სიახლეებიც ბევრს აინტერესებს.
უცხოური გამოცემების ცნობით, წყვილს ვაჟი შეეძინა. როგორც ცნობილია, მშობლები ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლიური ლონდონისკენ გაემართნენ.
წყვილი პაპარაცებმა ქუჩაში დააფიქსირეს, როცა ბიჭუნასთან ერთად სეირნობდნენ.
ცნობისთვის, წყვილი სერიალის გადაღების დროს დაახლოვდა და ქორწილი 2018 წელს გადაიხადა შოტლანდიაში, ლესლის საგვარეულო სასახლეში. ქორწილს 200 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, მსახიობები „სამეფო კარის თამაშებიდან“.