თანამედროვე თურქული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ქორწილმა თავის დროზე უამრავი ადამიანი აალაპარაკა.
საუბარია წყვილზე, რომლის მიმართაც გულშემატკივრები დიდ სითბოს ავლენენ და უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.
უმშვენიერესი ფაჰრიე და მომხიბლავი ბურაქი ეკრანზე ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.
ქართველმა მაყურებელმა ისინი ერთ-ერთი ცნობილი სერიალიდან შეიყვარა, რომლის სახელია: „ნარჩიტა“.
უყურებდნენ ლამაზ წყვილს და ამბობდნენ: „როგორ უხდებიან ერთმანეთს, რა იქნება, რეალურადაც ერთად იყვნენ“.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ შესანიშნავ ადამიანს შორის გადაღებების დროს სიყვარულმა იფეთქა.
ისინი თავიდან ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ. თუმცა ერთად ხშირად ჩნდებოდნენ პრემიერებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, სადაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენდნენ.
ფაჰრიე და ბურაქი ფილმშიც გადაიღეს: „სიყვარული შენ გგავს“, რომელმაც არანაკლები გამოხმაურება მოიპოვა და მათ თაყვანისმცემლებს გული გაუხარა.
ცოლ-ქმარი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ისინი უსაყვარლეს ბიჭუნას ზრდიან, რომელიც ძალიან მხიარული და თბილია.
მათ ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს და ეს ლამაზი სიყვარულის ისტორია თურქულ სერიალებზე შეყვარებულ ადამიანებს განსაკუთრებულად ახარებთ.