ადამიანი, რომელიც პოპულარულ თურქ მსახიობებს გადასაღებ მოედანზე ფოტოებს უღებს და საინტერესო მომენტებს აფიქსირებს, რეჟისორი და ფოტოგრაფი- მორთეზა ათაბაკი გახლავთ.
მოგეხსენებათ, მსახიობები საკმაოდ პრეტენზიული ადამიანები არიან. ამასთან, ყველას სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს ფოტოების მიმართ, ამიტომაც, პირად გვერდზე მხოლოდ იმ ფოტოებს აქვეყნებენ, რაც ძალიან მოსწონთ, ან მიაჩნიათ, რომ მათ სამომავლო კარიერას წაადგება.
მორთეზა ხშირადაა გადასაღებ მოედანზე მათთან ერთად და დროს უქმად არ კარგავს. მას უყვარს სერიალის გადაღების პროცესში ემოციების დაჭერა და საინტერესო ფოტოებსაც იღებს. რაც მთავარია, ფოტოები რეალისტური და ბუნებრივია.
ბოლო დროს მის ობიექტივში მოხვდნენ: ქერემ ბურსინი, დემეთ ოზდემირი, ჰანდე ერჩელი, ჯან იამანი და სხვა არანაკლებ პოპულარული მსახიობები.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელოვან ადამიანს ძალიან უმართლებს, რადგან გარემო და ადამიანები ხელს მაქსიმალურად უწყობენ, თუმცა მისი პროფესიონალიზმი და ლამაზი ხედვა ნამდვილად დასაფასებელია.
გთავაზობთ, მორთეზას მიერ გადაღებულ ფოტოებს, სადაც თურქ, პოპულარულ მსახიობებს უფრო რეალისტური სახით იხილავთ.