ვაჰიდე პერჩინი თურქული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია. ის თურქეთის ყველა დროის ყველაზე ნიჭიერ და წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა.
ვაჰიდე პერჩინს საზოგადოება ვაჰიდე გიორდუმის სახელით იცნობს, გიორდუმი მისი ქმრის გვარი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მსახიობი მეუღლეს დაშორდა, თავისი გვარი დაიბრუნა. 55 წლის მსახიობმა თურქულ ფილმებსა და სერიალებში არაერთი დასამახსოვრებელი კინოგმირი შექმნა და დღეს მისი მაგალითით ახალი თაობის მსახიობებს ასწავლიან სამსახიობო ხელოვნებას.
ვაჰიდეს ქართველი მაყურებელი არაერთი სერიალით იცნობს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა
„დიდებულმა საუკუნემ“, სადაც ჰიურემ სულთანის როლს ასრულებდა. მსახიობი მონაწილეობდა ასევე სერიალებში „დედა“, „ფერიჰას საიდუმლო“ და ა.შ.
ერთ-ერთი ბოლო კინოროლი გახმაურებულ სერიალს, „ერთხელ ჩუქუროვას“ უკავშირდება. ის სატელევიზიო შოუში ჰიუნქარ იამანის როლს ასრულებდა. მართალია, სერიალში მისი გმირი მოკვდა, თუმცა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
იხილეთ სრულად