ხშირად ხუმრობენ, რომ 90-იანი წლების სიმძიმე ქართველებს ბრაზილიურმა საპნის ოპერებმა გადაატანინა, დღეს კი უკვე პანდემიის სირთულის დაძლევაში თურქული სერიალები ეხმარებიან.
ჩვენს ქვეყანაში თურქული სერიალები და შესაბამისად, თურქი მსახიობები პოპულარობით სარგებლობენ და თან ისეთი პოპულარობით, რომ მათ "ფეისბუქის" ქართულ სივრცეში არაერთ ფანგვერდს ნახავთ.
ვნახოთ ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ:
ბურაქ ოზჩივითი და ფაჰრიე ევჯენი

ისინი ერთმანეთს სერიალ Çalıkuşu-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და მალე ერთმანეთიც შეუყვარდათ. ორივე მათგანი თანამედროვე თურქული კინემატოგრაფიის გამორჩეულად კაშკაშა ვარსკვლავია. 2017 წელს წყვილი დაინიშნა და ამავე წელს სტამბოლში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელიც სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მსახიობებს 2019 წელს პირველი შვილი, ვაჟი ქარანი შეეძინათ.
- ნესლიჰან ათაგული და ქადირ დოღულუ
კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი თურქეთიდან. მათაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და შეუყვარდათ. ერთმანეთს სერიალ "სტამბოლის ორი მხარის“ გადაღებებისას შეხვდნენ. ორივეს მთავარი როლი ჰქონდა. ქადირი ამბობს, რომ მომავალი ცოლი ერთი ნახვით შეუყვარდა. მათ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. წყვილმა 2016 წელს იქორწინა.
- ბერგიუზარ ქორელი და ჰალით ერგენჩი
ქართველი მაყურებლისთვის ორივე მსახიობი კარგადაა ცნობილი, თუმცა, განსაკუთრებით, ჰალითი, რომელიც სერიალ "დიდებულ საუკუნეში“ მთავარ როლს ასრულებდა. ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალში "1001 ღამე“ და ერთმანეთიც სწორედ ამ სერიალის გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ. წყვილს ორი ვაჟი - ალი და ჰანი ჰყავს.
იხილეთ სრულად