კინო

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ხში­რად ხუმ­რო­ბენ, რომ 90-იანი წლე­ბის სიმ­ძი­მე ქარ­თვე­ლებს ბრა­ზი­ლი­ურ­მა საპ­ნის ოპე­რებ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა, დღეს კი უკვე პან­დე­მი­ის სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და თან ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით, რომ მათ "ფე­ის­ბუ­ქის" ქარ­თულ სივ­რცე­ში არა­ერთ ფან­გვერდს ნა­ხავთ.

ვნა­ხოთ ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­უყ­ვარ­დათ:

ბუ­რაქ ოზჩი­ვი­თი და ფაჰ­რიე ევ­ჯე­ნი

ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სე­რი­ალ Çalıkuşu-ს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდნენ და მალე ერ­თმა­ნე­თიც შე­უყ­ვარ­დათ. ორი­ვე მათ­გა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლად კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. 2017 წელს წყვი­ლი

და­ი­ნიშ­ნა და ამა­ვე წელს სტამ­ბოლ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და. მსა­ხი­ო­ბებს 2019 წელს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი ქა­რა­ნი შე­ე­ძი­ნათ.

  • ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი და ქა­დირ დო­ღუ­ლუ

კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი თურ­ქე­თი­დან. მა­თაც ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს და შე­უ­ყ­ვარ­დათ. ერ­თმა­ნეთს სე­რი­ალ "სტამ­ბო­ლის ორი მხა­რის“ გა­და­ღე­ბე­ბი­სას შეხ­ვდნენ. ორი­ვეს მთა­ვა­რი როლი ჰქონ­და. ქა­დი­რი ამ­ბობს, რომ მო­მა­ვა­ლი ცოლი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. მათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. წყვილ­მა 2016 წელს იქორ­წი­ნა.

  • ბერ­გი­უ­ზარ ქო­რე­ლი და ჰა­ლით ერ­გენ­ჩი

ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ორი­ვე მსა­ხი­ო­ბი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჰა­ლი­თი, რო­მე­ლიც სე­რი­ალ "დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ში“ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და. ისი­ნი ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში "1001 ღამე“ და ერ­თმა­ნე­თიც სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­უყ­ვარ­დათ. წყვილს ორი ვაჟი - ალი და ჰანი ჰყავს.

იხილეთ სრულად

ბეჭდვა
e87a93