HBO Max-ის ცნობით, მალე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - „ვინც ჩემს სიკვდილს ნატრობს“ გამოვა, სადაც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
45 წლის ამერიკელი მსახიობი მშვენიერ ფორმაშია. ამას გავრცელებული ფოტოებიც ცხადყოფს. ჯოლისთან ერთად მთავარ როლს თამაშობს ნიკოლას ჰოლტი. ასევე მონაწილეობენ ეიდენ გილენი და ტაილერ პერიც.
როგორც ცნობილია, ფილმი რეჟისორმა ტეილორ შერიდანმა 2014 წელს გამოსული რომანის მიხედვით გადაიღო, რომლის ავტორიც მაიკლ კორიტია.
ფილმზე „ისინი, ვინც სიკვდილს მისურვებენ“ პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ანჯელინა ცეცხლის ჩაქრობას და გადარჩენას ცდილობს. მას ტყეში, რომელიც იწვის, 12 წლის ბიჭი შეხვდება და უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.
HBO Max-ის ცნობით, ფილმის პრემიერა 14 მაისს არის დაგეგმილი.