კინო

მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები

მძღოლობიდან თურქული სერიალების ვარსკვლავობამდე - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში "სერქან ბოლათი": მსახიობის ყოველდღიურობა და სასიყვარულო სკანდალები
ბოლო დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში კი­დევ ერ­თმა თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. ამ­ჯე­რად ქარ­თვე­ლე­ბის ახა­ლი კუ­მი­რი, ქე­რემ ბურ­სი­ნია, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ახა­ლი ფა­ვო­რი­ტია.

ქე­რე­მი 1987 წლის 4 ივ­ნისს და­ი­ბა­და და ამ დრომ­დე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უცხოვ­რია, მათ შო­რის, შოტ­ლან­დი­ა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­ში, აშშ-ში, ბოლო წლე­ბია კი თა­ვის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. 1999 წელს, რო­დე­საც 12 წლის იყო, ქე­რე­მი ოჯახ­თან ერ­თად აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. და­ამ­თავ­რა ემერ­სო­ნის კო­ლე­ჯის მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს და­ი­წყო.

სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და, ქე­რემ ბურ­სი­ნი მძღო­ლად მუ­შა­ობ­და და ამას არას­დროს მა­ლავს.

თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე ქე­რემ­მა ძა­ლე­ბი ჰო­ლი­ვუდ­ში მო­სინ­ჯა. მას ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 2010 წელს Sharktopus-ში გა­მოჩ­ნდა და სხვა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჰქონ­და, თუმ­ცა თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია.

2016 წელს ბურ­სი­ნი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის Mavi-ს რეკ­ლა­მის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია გა­იც­ნო და მალე მათ შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყო.

ქე­რე­მი და სე­რე­ნაი თურ­ქე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ისი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სკან­და­ლე­ბი აკ­ლდათ და არა­ერ­თი ჭორი ვრცელ­დე­ბო­და პა­რა­ლე­ლურ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად სე­რე­ნა­ის­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ქე­რე­მი და სე­რე­ნაი 2019 წელს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე თურ­ქულ პრე­სა­ში არა­ერ­თი ვერ­სია და­ი­წე­რა, მათ შო­რის, წერ­დნენ იმა­საც, რომ ქე­რემს ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლი სურ­და, რა­ზეც სე­რე­ნაი არ და­თან­ხმდა, და­ი­წე­რა ისიც, რომ სა­რი­ქა­ი­ას სხვა შე­უყ­ვარ­და. მსა­ხი­ო­ბებს არ­ცერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ და მათი და­შო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ქე­რემ ბურ­სი­ნი თურქ მა­მა­კაც მსა­ხი­ო­ბებს შო­რის იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვამს თა­ვის მო­საზ­რე­ბას ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ თვალ­საზ­რი­სით ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რია. ის იცავს ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს და ცდი­ლობს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ბურ­სინს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ და კე­თილ­შო­ბილ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93