სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონის ახალ სერიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მთავარი გმირი, 5 შვილის დედა ნინა, სიმსივნეს ებრძოდა და ყველასთვის მოულოდნელად დატოვა ოჯახი, შვილები და სამხრეთ ამერიკაში წავიდა, რომ დეპრესიას გამკლავებოდა. ბავშვებთან მარტო დარჩენილმა მამამ - დათომ, გადაწყვიტა, საყვარელი, რომელმაც წლების წინ შვილი გაუჩინა, ნათია მოეყვანა სახლში და მასთან და ძიძასთან ერთად გაეზარდა ბავშვები... ყველაფერი რომ თითქოს მოგვარდა და დალაგდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მოულოდნელად ნინა - დაბრუნდა... სწორედ ამ ფაქტს, ნინას დაბრუნებას, საყვარლის შინ მიყვანას და ზოგადად, დედის საქციელს, რომელმაც ოჯახი დატოვა და წავიდა, მოჰყვა უამრავი კომენტარი სერიალის გვერდზე - ათასობით კომენტარში ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არა მხოლოდ ფილმის გმირებზე, არამედ ზოგადად, ასეთი ტიპის ქმედებებზე.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
- ახლა გაგახსენდა ოჯახი და შენი ქმარი, ხომ?
- ზოგადად ნინას პერსონაჟი ძალიან მომწონს. ბევრ ქალშია ეგ რეალობა. ქმარს საყვარელი აპატია. შვილი საყვარლისგან აპატია. 5 შვილი გაუჩინა. თავისი ცხოვრება არც ჰქონია. ბევრ რამეზე დახუჭა თვალი. სიმსივნე, ყველაზე ვერაგი დაავადება დაემართა და ქმარი არ ამოუდგა გვერდში. დიახ, უნდა წასულიყო, თორემ დროზე ადრე მოკვდებოდა...
- ოჯახური იდილია და...... ჩინელების რაკეტა გოცირიძეების ოჯახში;
- ერთიც ღირსია, რაც დახვდა და მეორეც - ახლა რომ გააბუნძულებენ;
- ნინა სახლში შესვლის ღირსიც არაა!! ატანა არ მაქვს მისი პერსონაჟის, უსირცხვილო.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>