რიდლი სკოტის გახმაურებულ ფილმში, რომლის მიმართაც საზოგადოებას უდიდესი მოლოდინი აქვს, ქართველი ლუკა ჩიქოვანი მიიღებს მონაწილეობას და ისეთი ვარსკვლავების გვერდით გამოჩნდება, როგორებიც ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო და ადამ დრაივერი არიან. საუბარია ფილმზე სახელად - House of Gucci.
ახალი ამბავი ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა გულშემატკივრებს თავადვე გაუზიარა "ფეისბუქზე" და გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
<div>როგორც ცნობილია, კინოსურათის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ს მმართველი ოჯახის ისტორიასა და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, დრამატულ ეპიზოდზე მოგვითხრობს.რაც შეეხება ქართველ ლუკა ჩიქოვანს, მან საზოგადოებას თავი სიმღერით გააცნო. ბავშვობის ოცნება - გამხდარიყო მომღერალი, 14 წლის ასაკში რეალობად აქცია. მობილური ტელეფონით ვიდეო გადაიღო, "იუთუბზე“ ატვირთა და რამდენიმე საათში 300 ათასი ნახვა დააგროვა.
იხილეთ სრულად
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>