მართალია, ლათინოამერიკული ტელენოველები ქართულ ტელესივრცეში თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა, თუმცა ქართველებს ლათინოამერიკელი გმირებისადმი განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ.
ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორ გადაგვატანინეს ხუანმა, კასანდრამ, მონიკამ და სხვა გმირებმა ბნელი 90-იანები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ტემპერამენტი, ინტრიგები და ვნებიანი სიყვარული მოენატრა, კარგი სიახლე გვაქვს: 18 წლის შემდეგ პოპულარული სერიალი "ფარული ვნება“ მეორე სეზონით ტელეეთერს დაუბრუნდება.
Deadline-ის ცნობით, Telemundo "ფარული ვნების" ახალი სეზონის პრემიერას 2021-22 წლისთვის გეგმავს. ძმები რეიესები და დები ელიზონდოები სიყვარულის ახალი ისტორიებით დაბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ ახალ ისტორიებში სხვა მსახიობებს ვიხილავთ, თუმცა ძველი სამსახიობო შემადგენლობიდანაც შესაძლოა მიიღოს ზოგიერთმა როლი.
ამ დროისთვის "ტელემუნდოს" არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მსახიობებს მიეცემათ შანსი. ცნობილია, რომ ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი ნამდვილად არ იქნება სერიალის ახალ სეზონში, რადგანაც მსახიობმა მიშელ ბრაუნმა ეს თავად განაცხადა.
კოლუმბიური ტელენოველის პირველ სეზონს 2003-04 წლებში ხულიო ხიმენესის სცენარის მიხედვით იღებდნენ და ის 188 ეპიზოდისგან შედგებოდა.
სანამ ახალი ინფორმაცია გავრცელდება და ახალი მსახიობები გვეცოდინება, მანამდე გადავხედოთ პირველი სეზონის გმირებს.
იხილეთ ფოტოები, როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა, წლების შემდეგ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>