25 წლის მსახიობი ზენდაია ვენეციის კინოფესტივალზე ფილმ "DUNE-ის" პრემიერაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სუპერვარსკვლავს 93 კარატიანი ზურმუხტის ყელსაბამი ეკეთა და წითელ ხალიჩაზე ნამდვილად ბრწყინავდა.
მსახიობს "Bulgari’s Magnifica" ყელსაბამი ეკეთა, რომელიც ბრილიანტითა და ზურმუხტით იყო დაფარული. ზენდაიამ კაბა და ფეხსაცმელი საკუთარ კანის ფერს შეუხამა, რამაც მსახიობი უფრო დახვეწილად წარმოაჩინა.
როგორც ცნობილია, ზენდაია ბრენდის ამბასადორი 2020 წელს გახდა, მას შემდეგ კი "Bulgari-ს" სამკაულებით წითელ ხალიჩაზე ხშირად ჩნდება.