კინო

რა არის „Squid game“ და როგორ მოვამზადოთ სოციალურ ქსელში ცნობილი „Squid game“-ის შაქარლამა

რა არის „Squid game“ და როგორ მოვამზადოთ სოციალურ ქსელში ცნობილი „Squid game“-ის შაქარლამა
რამდენიმე კვირაა მსოფლიო და ყველა სოციალური ქსელი ახალმა კორეულმა სერიალმა „Squid game“-მა და სერიალის საინტერესო ორცხობილა-შაქარლამამ მოიცვა.



„Squid game“ ახალი კორეული სერიალია, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვირუსულად გავრცელდა. „ნეტფლიქსის“ მორიგ წარმატებულ სერიალს 10 ბალიანი აიემდიბის შკალით 8.3 ქულა აქვს მინიჭებული.

სერიალის მთავარი იდეა კი ფული და სამყაროს მმართველობაა. „Squid game“ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ, ყველას ვიღაც გვმართავს და სამყაროს დიდ ჯაჭვში ადამიანები ფულს იხდიან იმისთვის რომ ჩვენ ვიცოცხლოთ. სერიალის მთავარი გმირი სრულიად
შემთხვევით პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც გადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობს ფინიშის ხაზამდე თავისი ჭკუისა და მოხერხების დახმარებით მიაღწიოს.



„Squid game“ ცნობილი არა მარტო მისი სიუჟეტით არამედ საინტერესო, მარტივად დასამზადებელი შაქარლამითაც გახდა. შაქარლამას სოციალურ ქსელებში შეხვდებით, ადამიანები სხვადსხვა ფორმის საინტერესო ორცხობილას სერიალის მიხედვით აკეთებენ და შემდეგ თამაშს იწყებენ.



თუ შაქარლამაზე გამოსახულ ფიგურას ისე გააცალკევებ, რომ ფორმა არ დაუზიანო „Squid game“-ის მცველები არაფერს დაგიშავებენ და თამაშიც მოგებულია.



გთავაზობთ მარტივ რეცეპტს თუ როგორ უნდა მოამზადოთ „Squid game“-ის ცნობილი შაქარლამა:
  • შაქარი
  • სოდა
დადგით შაქარი გაზზე, ურიეთ ტაფას და როდესაც შაქრის მარცვლები დაგორგოლავებას, ერთად შეკვრას დაიწყებს დაუმატეთ ნახევარი კოვზი სოდა. შაქარი მუქ ყავისფერ ფერს მიიღებს. გადმოასხით მიღებული მასა და მიეცით სასურველი ფორმა, ვარსკვლავი, წრე, სამკუთხედი ან ის, რაც გსურთ და თამაში დაიწყეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93