Netflix–ის ახალი დისტოპიური სერიალი Squid Game-ი ერთ-ერთი პირველია ყველაზე მოთხოვნად სერიალებს შორის. სოციალური ქსელები ერთი დღეში მოიცვა მისმა კონცეფციამ და, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანისთვის კვლავ გაუგებარია, რა არის „სქუიდ გეიმი“ და რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული. სცენარის მიხედვით, თამაშში გაწევრიანების იდუმალი მოწვევა ეგზავნება რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ფული. სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი 456 მონაწილე ჩაკეტილია საიდუმლო ადგილას, სადაც ისინი თამაშობენ 45,6 მილიარდი ვონის მოგების მიზნით. ყველა თამაში არის კორეის ტრადიციული საბავშვო თამაში, წაგებულს კი სიკვდილი ელის. ვინ იქნება გამარჯვებული და რა დგას ამ თამაშის უკან? მაშ ასე, გთავაზობთ 5 ფაქტს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
Vogue-მა სერიალის მთავარ გმირს, Jung Ho-yeon-ს კორეის მომავალი ტოპ-მოდელი უწოდა. 2015 წელს გამოცემამ დაწერა, რომ ის ჰანა გაბი ოდიელეს ქუჩის სტილისა და კარა დელავნის ქარიზმის ნაზავია. ჰოიონ იუნგმა მართლაც მიიღო 2013 წელს მონაწილეობა კორეაში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში და მეორე ადგილზე გავიდა. მოგვიანებით კი ის გამოვიდა Chanel-ის, Louis Vuitton-ის, Prabal Gurung-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე.
„სქუიდ გეიმი“ ჰოიონ იუნგისთვის პირველი ფილმია. „როცა რეჟისორმა სკრიპტი გამომიგზავნა და მითხრა, მისთვის აუდიოვერსია გამეგზავნა, ნიუ-იორკში ვიყავი, მოდის კვირეულზე. როცა გავიგე, რომ ამიყვანეს, ჩემი პირველი კითხვა იყო, „რატომ?“ გავოგნდი და თან შემეშინდა, შევძლებდი თუ არა როლის შესრულებას“ - ამბობს მსახიობი.
ჰოიონ იუნგი ძალიან ჰგავს საკუთარ პერსონაჟს. „მე მარტივად შევძელი ჩემი გმირის, საი-ბიოკის როლის მორგება, რადგან სინამდვილეში ძალიან ვგავარ მას. 2016 წელს მე დავტოვე კორეა საზღვარგარეთ სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად და ბევრი დრო გავატარე მარტომ. იმ დროს ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად მეუფლებოდა, იყო "მარტოობა". ყველაფერთან მარტო გამკლავება ჩემთვის სერიალში უცხო არ ყოფილა“ - ამბობს ის.
ჰოიონ იუნგს სამხრეთკორეელ ქალებს შორის ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს „ინსტაგრამზე“. იუნგის მიმდევრები რამდენიმე მილიონით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Squid Game-ი ეკრანებზე გამოვიდა. მისი გამომწერების რიცხვმა გადააჭარბა კორეაში ყველაზე პოპულარული ადამიანების გამომწერთა რიცხვსაც კი.
ჰოიონ იუნგი მომღერალ BlackPink-ისა და რეპერ Jennie-ს ახლო მეგობარია. ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს და, როგორც ჩანს, ჯენი უინგს სერიალის გადასაღებ მოედანზეც ეწვია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>