ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საახალწლო არდადეგებს კევინ მაკკალისტერის ისტორიების გარეშე, მაგრამ კლასიკაც კი ზოგჯერ მოსაწყენი ხდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ გავიხსენოთ სხვა შესანიშნავი ფილმები, რომლებიც სადღესასწაულო ატმოსფეროს ასევე იდეალურად შეგიქმნით.
ელფი, 2003
ეს ფილმი არის ბიჭი ბადის შესახებ, რომელიც ელფებმა გაზარდეს. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა უნარი, აღფრთოვანებულიყო ჩვეულებრივი ნივთებით, ბუნების სილამაზით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცით. როდესაც ბადი გაიზარდა, ის გაემგზავრა ნამდვილი მამის საპოვნელად ნიუ-იორკში. ფილმი მოგვითხრობს რეალურ სამყაროსთან მისი შეხვედრის შესახებ. ფილმი სავსეა ულამაზესი ქალაქის საშობაო ხედებით, სასიამოვნო დიალოგებითა და ბედნიერი დასასრულით.
სასწაული 34-ე ქუჩაზე, 1994
ზღაპრული ფილმი მთელი ოჯახისთვის. მთავარი გმირის, სუზანის დედა მუშაობს სარეკლამო განყოფილებაში, პასუხისმგებელია ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრაზე, თუმცა თავად დიდი ხანია უთხრა ქალიშვილს, რომ ის არ არსებობს. ფილმი მოგვითხრობს ადამიანური სიკეთის რწმენისა და იმის შესახებ, რომ სასწაული ხშირად ხდება ჩვეულებრივი ადამიანების ხელით.
„საშობაო ქრონიკები“, 2018
ფილმი იწყება სევდიანი მოვლენით - პირსის ოჯახში მეხანძრე მამა იღუპება. ამ სახლში შობა ყოველთვის იყო მთავარი დღესასწაული, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ ბავშვებმა დაიწყეს ამის უარყოფა. მოულოდნელი შემთხვევის შედეგად კი სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ ვითარდება. ფილმი გვიყვება ოჯახური ღირებულებების შესახებ და გვაჩვენებს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არის ადგილი სასწაულებისა და ზღაპრებისთვის.
„მზის ხეობის სერენადა", 1941
ეს არის შავ-თეთრი ფილმი, ერთ-ერთი პირველი მიუზიკლი, რომელიც სავსეა შესანიშნავი ჯაზ-მუსიკით, მხიარულებით. მსუბუქი, სახალისო ფილმი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. სხვათა შორის, ის გადაიღეს შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე და ფილმში ულამაზეს ხედებს იხილავთ.
„ეს მშვენიერი ცხოვრებაა", 1946
ფილმი მოგვითხრობს კაცზე - მოსიყვარულე მამაზე, კარგ ქმარზე, პატიოსან მოქალაქეზე, რომელიც გადაწყვეტს თვითმკვლელობას. და ასეთი რთული გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზეცა მას მფარველ ანგელოზს უგზავნის. ამ ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს! ეს არის სიცოცხლის სიყვარულითა და სინაზით სავსე ფილმი.
„როცა შენ გეძინა", 1995
მორცხვმა ლუსიმ არ იცის, როგორ შეხვდეს მამაკაცს, რომელიც მოსწონს. ერთ დღეს ის გადაარჩენს მის სიცოცხლეს, კომაში მყოფი სატრფოს ნათესავები კი მას პატარძლად აქცევენ. ეს არის ამაღელვებელი, რომანტიკული ფილმი, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით შესანიშნავ განწყობას საახალწლოდ.
გრინჩი, 2018
მულტფილმი გრინჩზე, რომელმაც დაცინვის გამო შურისძიება გადაწყვიტა. ის შობის მოპარვას ცდილობდა Who City-ს ხალხისგან. დასასრული წარმოუდგენელია, მულტფილმიდან მიღებული ემოციები კი მხოლოდ დადებითია. საღამოს მისი ყურება ნიშნავს საახალწლო განწყობის შექმნასა და შესანიშნავი შთაბეჭდილებების მიღებას!
„ინტუიცია", 2001
რომანტიკული და ამაღელვებელი ამბავი. ორი ახალგაზრდა ხვდება ერთმანეთს და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, გადაწყვეტენ თავიანთი ბედი შემთხვევას მიანდონ. ფილმში ნაჩვენები მოვლენების სერია ხან სევდიანია, ხან კი გაცინებს. გულგრილად დარჩენა ნამდვილად რთულია! ეს არის ძალიან ლამაზი, რომანტიკული, ნაზი ფილმი ლამაზი მუსიკით და არატრივიალური სიუჟეტით, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას.
„თოვლის ბაბუა“, 1994
კარგი ფილმია საახალწლო არდადეგებზე მთელი ოჯახისთვის. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მთავარი გმირი გადაწყვეტს, საშობაო არდადეგები შვილთან ერთად გაატაროს. მოულოდნელი შემთხვევის გამო კი მთავარ გმირს შობის გადარჩენა და შვილთან ერთად საჩუქრების დარიგება მოუწია. ფილმის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ურთიერთობებზე აქცენტი და ადამიანის თანდათანობითი რეინკარნაცია ფილმს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის. შესანიშნავი მუსიკა, სადღესასწაულო მოტივები, ნათელი და ფერადი ატმოსფერო - ყველაფერი შესანიშნავია!
„შობა ორისთვის“, 2019 წელი
ფილმი ბანალური სიუჟეტით ვითარდება, მაგრამ დასასრული გაგაოცებთ. ფილმში ბევრი სასაცილო და საინტერესო სიტუაციაა და მას ნამდვილად შეუძლია შესანიშნავი წინასადღესასწაულო განწყობის შექმნა.
უყურეთ ამ მშვენიერ ფილმებს, გაატარეთ დრო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად და შეიქმენით ნამდვილი საახალწლო განწყობა - ჯადოსნური და სადღესასწაულო!