სამშაბათს მთელი ყურადღება პენელოპა კრუზის მიმართ იყო მიპყრობილი. ის ნიუ-იორკში, ხელოვნების მუზეუმში შესანიშნავი წითელი კაბით გამოჩნდა. 47 წლის ესპანელ მსახიობს მუზეუმში სხვა მსახიობები და თაყვანისმცემლები შეეგებნენ, მათ შორის: რებეკა ჰოლი, ენ ჰეთევეი, დაიან კრუგერი და სხვები.
უცხოური გამოცემები წერენ, რომ ეს პენელოპას ერთ-ერთი საუკეთესო გამოჩენა იყო. წითელი კაბა, რომელიც მბზინავი დეტალებით იყო გაფორმებული, მისი სხეულის იდეალურ ფორმებს კიდევ უფრო გამოკვეთდა. ბაფთა კი მას ახალგაზრდულ იერსა და სიხალისეს მატებდა.
ქუსლიან კლასიკურ ფეხსაცმელთან შეხამებულმა ამ წითელმა კაბამ, რომელიც მსახიობმა ძვირფასი სამკაულებით გააფორმა, მისი გულშემატკივრების გულის მოგება ერთი ნახვით შეძლო.