უმეტეს ჩვენგანს სიამოვნებს ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავების დიდ ეკრანზე გამობრწყინება. ჩვენ გვიყვარს მათი ყურება ძლიერი ქალების როლში. ჩვენ თქვენთვის შევადგინეთ სია, რომელშიც გაერთიანებულია 15 შთამაგონებელი ფილმი ყველაზე ძლიერი და გაბედული ქალების შესახებ.
მალენა
მალენა მშვენიერი ქვრივია, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს და მისი ყველა ქალს შურს. ისინი მალენაზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, კაცები კი მასზე ოცნებობენ. მონიკა ბელუჩის გმირის ქალურობისა და ძალის განსაცვიფრებელი კომბინაცია ამ ფილმს ბრწყინვალეს ხდის.
ეშმაკს აცვია პრადა
ანდრეა პროვინციელი გოგონაა. ის ოცნებობს, გახდეს ჟურნალისტი და იპოვოს მირანდა პრისტლის ოფისში სამსახური, კონკრეტულად კი, ნიუ-იორკში მთავარი მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანაშემწედ. მისი გზა წარმატებისკენ რთული, თუმცა ბევრი ქალისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა.
მონა ლიზას ღიმილი
კეტრინ უოტსონი არის ხელოვნების ისტორიკოსი ქალთა კოლეჯში. ვნებიანი და მოტივირებული, ენთუზიაზმით იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის და დიდ გავლენას ახდენს სტუდენტებზე. ასწავლის გოგონებს ტრადიციული სოციალური როლების ეჭვქვეშ დაყენებას. თავად კეტრინი შთაგონებულია, რომ ახლებურად შეხედოს საკუთარ ცხოვრებას.
ბრმა მხარე
მზრუნველი ქალი, სახელად ლეი ენ ტუოჰი, ბედნიერი ქრისტიანული ოჯახიდან იყვანს უსახლკარო, გაუნათლებელ აფროამერიკელ თინეიჯერ ბიჭს, რომელიც ეხმარება მას, გახდეს ფეხბურთის ვარსკვლავი და მიიღოს განათლება. ეს ფილმი, თავისი სიუჟეტით, მარტივად შეძლებს თქვენი გულისა და გონების დაპყრობას.
ლარა კროფტი-სამარხების მძარცველი
ლარა კროფტი არის განსაცვიფრებელი, ჭკვიანი და მამაცი ქალი. ის არის გამოცდილი მებრძოლი, შესანიშნავი დარტყმის უნარის მქონე და შეუძლია გადარჩეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი. მისი ცხოვრება ბევრისთვის მაგალითიც კი შეიძლება გახდეს.
მის კონგენიალურობა
FBI-ის აგენტი, სახელად გრეისი, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სილამაზის კონკურსში "მის ამერიკა", სადაც სავარაუდოდ გამოჩნდება სერიული მკვლელი, მეტსახელად "მოქალაქე". ვიქტორის დახმარებით, გრეისმა უნდა ისწავლოს დახვეწილი მანერები, რომ ფარულად წავიდეს კონკურსის მონაწილედ და იპოვოს მკვლელი. ფილმის განმავლობაში მთავარი გმირი ხშირად სასაცილო სიტუაციებში ხვდება და, რატომღაც, პატივისცემის მოპოვებას ყოველთვის ახერხებს.
ფრიდა
ფრიდა მხოლოდ ოცი წლის იყო, როდესაც დაქორწინდა მდიდარ და გარყვნილ დიეგო რივერაზე, მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარზე. ფილმი მოგვითხრობს მის გამორჩეულ პროფესიულ მიღწევებზე და ასახავს მის რეალურ ცხოვრებას.
შეცვლა
მთავარი გმირი (ანჯელინა ჯოლი) პოლიციას ურეკავს, რათა მისი შვილი მოძებნონ. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღწერილობის შესაფერისი ბიჭი იპოვეს, თუმცა დედა ამტკიცებს, რომ ეს მისი შვილი არ არის. სიუჟეტის საინტერესო ცვლილება და მსახიობთა შთამბეჭდავი შესრულება მაყურებლებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უქმნის.
რკინის ლედი
ფილმი მოგვითხრობს მარგარეტ ტეტჩერზე, ბრიტანეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ბრწყინვალედ განასახიერა მერილ სტრიპმა. ამ ფილმის წყალობით გაიგებთ, თუ რა ძალა აქვს პრინციპულობასა და სიმტკიცეს.
მამაცი
გამოცდილი მშვილდოსანი, სახელად მერიდა, ირჩევს საკუთარ გზას ცხოვრებაში, ეწინააღმდეგება ძლიერ შოტლანდიურ კლანებს და მათ ლიდერებს. იგი წყევლის მსხვერპლი გახდება და უამრავ ფათერაკს გადაეყრება. იგი, საკუთარი სიმამაცის წყალობით, ყველა მიზანს აღწევს.
გრავიტაცია
დოქტორი რაიან სტოუნი აპირებს დაასრულოს თავისი პირველი კოსმოსური მისია, რომელსაც მეთაურობს ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომელიც თავის ბოლო ექსპედიციაში იმყოფება პენსიაზე გასვლამდე. ყველაფერი კარგად მიდის. იმის ნიშანიც კი არ არის, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, მაგრამ...
შიმშილის თამაშები
"შიმშილის თამაშების" რეჟისორმა გარი როსმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოტრილოგია კინოს ისტორიაში, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სუპერნიჭიერი და ამბიციური მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი. ფილმი მოგვითხრობს ლოურენსის გმირზე, რომლის ცხოვრებაც სწრაფად გადაიზარდა გადარჩენისთვის ბრძოლაში.
შავი გედი
სიუჟეტი აგებულია ბალეტის მოცეკვავეზე, რომელიც იბრძვის მთავარი როლისთვის. შესრულების დღის მოახლოებასთან ერთად, ინტრიგები სულ უფრო იხლართება...
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ფილმი მოგვითხრობს ალისა კინგსლის, 19 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მოულოდნელ გარემოებებს ებრძვის. იგი იღებს წინადადებას ლორდისა და ლედი ასკოტების მდიდარი შვილისგან, ჰამიშისგან. მან პასუხი არ გასცა, გოგონა გაურბოდა ბრბოს, შეამჩნია კურდღელი გაზონზე, მიჰყვება მას და აღმოჩნდება ჯადოსნურ სამყაროში, სახელწოდებით Underland.
ჯუნო
ჯუნო საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელიც აღმოაჩენს, რომ ორსულადაა. გოგონა პოულობს სასიამოვნო დაქორწინებულ წყვილს, რომელსაც სურს იშვილოს მისი არდაბადებული შვილი. ის იმდენად ახალგაზრდაა, რომ მან უნდა იპოვოს პასუხი რთულ კითხვებზე: რა უნდა გააკეთოს, რა იქნება უკეთესი მისი შვილისთვის და როგორ იპოვოს საკუთარი თავი? ბოლოს, ახალგაზრდა ქალი უჩვეულო გადაწყვეტილებას იღებს.
ავტორი: ნინო ჯანჯღავა