ამ დედა-შვილის ამბავმა ბევრი მაყურებელი შეძრა. ქალს ყველაზე სასტიკი დედაც კი უწოდეს. ნურ სურერის გმირი ყველა გზით ცდილობს, შვილის პატიოსნება და ღირსება შეინარჩუნოს, ოღონდ პატიოსნება მისებური გაგებით და გზებიც მისი მოფიქრებულია. ძირითადად, ის შვილს სასტიკად ექცევა - მამაკაცის შეხედვისთვის, ხელის ხლებისთვის და მით უფრო, კოცნისთვის, სასტიკად სჯის, სცემს, წამლავს და ათას სასჯელს იგონებს. გოგონაც მორჩილად აკეთებს იმას, რასაც დედა უბრძანებს...
ვინ არიან სინამდილეში ფილმის მთავარი გმირები? სასტიკი დედის როლში ცნობილი და აღიარებული თურქი მსახიობი ნურ სურერია. 1954 წელს დაბადებული ნურის
სამსახიობო კარიერა 1971 წელს დაიწყო და საკმაოდ სერიოზული კარიერა აიწყო სულ მალე. თურქულ ფილმებში შესრულებული როლებისთვის საუკეთესო მსახიობის ჯილდოებიც აქვს მიღებული, ხოლო 1991 წელს ფილმმა მისი მონაწილეობით "ოსკარიც" დაიმსახურა.
თურქულ მხატვრულ ფილმებსა და სერიალებში ნათამაშები როლებით ნური თურქეთის ფარგლებს გარეთაც გახდა პიპულარული.
ნური 1981 წელს გათხოვდა პირველად, თუმცა ამ ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ნურს ვაჟი ჰყავს, უმიტი. 1994 წელს დაქორწინდა მეორედ. მისი რჩეული სარპ კურაია, თურქი პოლიტიკოსი, რომელსაც თურქეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის ლიდერობისთვის. ნური ამბობს, რომ მისი ქმრის მისამართით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. კურაი საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში. მას თურქეთის მოქალაქეობაც ჩამოერთვა.
განაგრძეთ კითხვა