წელს პენელოპა კრუზმა ოსკარი მიიღო ესპანელი გენიოსის, პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში შესრულებული როლისთვის, სადაც ის დედის, ჯენისის როლს თამაშობს. Elle -ს გამოცემასა და პენელოპას შორის გამართული საუბრის წინა დღეს, მან და მისმა მეუღლემ, ხავიერ ბარდემმა შეიფარეს ლეკვი, რომელმაც საუბრის დროს მოახერხა და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა. ამავდროულად, თავად მსახიობი სრულიად მშვიდად იყო და მხოლოდ ჩუმად უჩიოდა არეულობას. ეს კიდევ ერთი აშკარა მინიშნებაა მოსიყვარულე დედის პორტრეტზე, რომელიც არასოდეს უბრაზდება თავის შვილს.
მსახიობმა პედროს ახალ ფილმზე ისაუბრა, რომელში მონაწილეობაც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან ფილმში სწორედ დედის როლის შესრულება მოუწია:
„წინასწარ მეუბნება ფილმების შესახებ, როდესაც პირველად იწყებს წერას. ყოველთვის, როცა მის სცენარებს ვკითხულობ, მყისიერად მიყვარდება გმირები. ალბათ ძალიან გამიმართლა, რომ ის მყავს. როდესაც პედრო ისევ ჩემთან მოვიდა ამ ამბით პანდემიის დროს, მივხვდი, რომ მან ეს სცენარი ისე ნათლად წარმოიდგინა, რომ ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად დაწერა. პედრომ თქვა, რომ მან, სპეციალურად ჩემთვის, შესანიშნავი გმირი მოიფიქრა. იმ მომენტში ისეთი ძლიერი ემოციებით ვიყავი გაჟღენთილი, ვოცნებობდი გადაღებებზე ყოფნაზე. პანდემიის დროს, როცა ყველას გვაკლდა კარგი ამბები, ამის მოსმენა ნამდვილი სასწაული იყო.
ჩემდა საბედნიეროდ, ყველა ჩემი პერსონაჟი პედროს ფილმებიდან ძალიან განსხვავებულია. ალბათ, საერთო ის არის, რომ თითოეულ მათგანს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს, აუცილებლად უნდა იბრძოლონ, რომ წინ წავიდნენ. ეს ჩემს როლს უფრო საინტერესოს ხდის.
ფილმის გადაღებისას, ძირითადად, არ მინდოდა საკუთარი თავისთვის დამესვა მთავარი კითხვა: „რას გავაკეთებდი, მე რომ ჯენისი ვიყო? როგორ გააკეთებდი ამას?“ და ძალიან მადლობელი ვარ პედროს, რომ არც მან მკითხა იგივე. მაგრამ შემდეგ, როცა სცენარის საბოლოო ვერსია ვნახე, ვიფიქრე, რომ მეც ასე მოვიქცეოდი. ჯენისს ვერ დავაბრალებ მის ქმედებებს, ის მარტოობიდან გადადის, გარკვეული გაგებით "დიდ" ოჯახამდე, დიდ რისკზე მიდის, როცა მკაცრ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ სანაცვლოდ იღებს დიდ და ლამაზ ოჯახს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.
ცხოვრებაში წარმოუდგენლად გამიმართლა - ჩემი კარიერა წარმატებით დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. გარდა ამისა, ბავშვობიდან ჩემში ძლიერად განვითარდა დედობრივი ინსტინქტი. ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც დედა გავხდებოდი. ამ მხრივ ჯენისს უფრო ვგავარ. წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ არასდროს მომიწია არჩევანის გაკეთება სახლსა და სამსახურს შორის. მე შემიძლია დიდ პროექტებში ვითამაშო, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის მაქვს ბევრი დრო პირადისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი რამისთვის - შვილებისთვის, ოჯახისთვის.
როდესაც პირველად ხედავ ბავშვის თვალებს, სწორედ იმ მომენტში მთელი შენი ცხოვრება იცვლება. სხვანაირად უყურებ სამყაროს, სამსახურს, საკუთარ თავს. ბავშვები ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ეს არის ყველაზე ლამაზი და ძლიერი რევოლუცია, რომელიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში.“ - თქვა პენელოპამ.
პენელოპა კრუზის საოცარი წითელი კაბა - მსახიობმა წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა