- ძალიან პატარა ასაკის - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი - კესო გაჩნდა. საერთოდ, თავდაპირველად, ძნელია, როცა თავადაც თითქმის ბავშვს ბავშვი გიჩნდება. მშობლებიც გეხმარებიან... დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ძლიერდება... მამობის პასუხისმგებლობა ბავშვის გაჩენისთანავე ვიგრძენი.
- ერთგვარი სტრესიც იყო შვილის შეძენა, არა?
- მგონი, ყველასთვის ასეა, როცა პატარა ასაკში შვილი შეეძინება. ბავშვს ზრუნვა სჭირდება. თან, მაშინ ცოტათი სხვანაირი დრო იყო. რაღაცები ჭირდა, არ იშოვებოდა...
- უფროს შვილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ გარდატეხის ასაკამდე?
- საერთოდ, სულ ვცდილობ, შვილებს ისე მოვექცე, როგორც ჩემი მშობლები მექცეოდნენ - მათი აღზრდის მეთოდის "ასლს ვაკეთებდი": დედ-მამასთან ვმეგობრობდი. ახლაც ასეა. შვილების აღზრდისას იმის "კოდირება" მოვახდინე, რაც მშობლებისგან საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა.
- გაამართლა?
- კი, გაამართლა. ყველაფერი კარგად გამოდის.
- კესოს გარდატეხის ასაკს როგორ გაუმკლავდით?
- განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა. მოზარდობისას ადამიანს რაღაცები ემართება, ჯიუტდება, მაგრამ კესოს შემთხვევაში, ამ პერიოდმა ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიარა.
- თქვენს პროფესიულ არჩევანს მშობლები როგორ შეხვდნენ და თავად როგორი რეაქცია გქონდათ, როცა თქვენი შვილის პროფესიული არჩევანი შეიტყვეთ?
- ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები გაგებით შეხვდნენ, მხარში ამომიდგნენ... მათგან არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, პირიქით - ხელი შემიწყვეს. ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაუჯერონ, ენდონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავადაც ასე ვარ განწყობილი: თუ ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია, მონდომებულია, სულ ამაზე ოცნებობს, ფიქრობს, ცხადია, მხარი უნდა დაუჭირო, მხარში ამოუდგე... ჩემმა შვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, წელს საჯარო მართვის ფაკულტეტს (მაგისტრატურას) ამთავრებს. მაგისტრატურის 1 სემესტრის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა. მისი პროფესიული არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - მერვე კლასიდან იცოდა, რომელი პროფესიის დაუფლება, რომელ სასწავლებელში სწავლა სურდა. იცოდა, რისკენ მიდიოდა და მიდის. როგორც შემიძლია, მხარში ვუდგავარ...გაგრძელება