კინო

" ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება" - ნანა ფაჩუაშვილი გარდაცვლილი შვილის და საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს

" ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება" - ნანა ფაჩუაშვილი გარდაცვლილი შვილის და საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს
მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" პირად ცხოვრებასა და შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა. ნანამ აღნიშნა, რომ ამ ტკივილის გაძლებაში საკუთარი საქმიანობა ეხმარება, თუმცა საყვარელი ადამიანების დაკარგვა უმძიმესი გრძნობაა, რომლის გაძლებაც ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი არის.

„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში, მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა. პასუხისმგებლობა
მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე.

ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო“, - თქვა მსახიობმა.



„11 წლის წინ ზუსტად ასეთი უბედური შემთხვევის გამო დავკარგეთ ჩემი დაიკო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი

როგორ ვაქციოთ უბედურება ბედნიერების წყაროდ: 2 ციტატა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93