ჯულიანა მურიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თავი უამრავმა ცნობილმა მსახიობმა მოიყარა, რომლებიც წერდნენ, რომ ლივი დედას იმდენად ჰგავს, მათი გარჩევა ძალიან რთულია.
ლივი 20 წლის მსახიობი და აქტივისტია. ის ბარტ ფრაინდლიჩის და ჯულიანა მურის მეორე საერთო შვილია.
ბარტ ფრაინდლიჩი და ჯულიანა მური ერთმანეთს 1996 წელს The Myth Of Fingerprints-ის გადაღებებზე შეხვდნენ და მათი სიყვარულის ისტორიაც მალევე დაიწყო. წყვილს პირველი ვაჟი 1997 წელს შეეძინა, ხოლო ლივი 2002 წელს დაიბადა.
ლივს დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და ხშირად აღნიშნავს, რომ დედამისი ამაყობს ყველაფრით, რასაც ლივი აკეთებს.
„ის ჭკვიანია, მამაცი და კეთილი. ერთი სული მაქვს ვნახო, მომავალში რას გააკეთებს“, - დაწერა ჯულიანამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე.
დედა-შვილი აქტიურადაა დაკავებული სოციალური ცხოვრებით. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმე გააპროტესტეს.
"დედა-შვილი " - თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი - როდესაც გენები არ იკარგება
"ყველაზე სასტიკი დედის" და "ყველაზე დაჩაგრული ქალიშვილის" ნამდვილი ცხოვრება