კინო

"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს

"10 წელია დაოჯახებული ვარ... სოსო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მსახიობი, რომელიც მოძალადე კაცის პერსონაჟს თამაშობს

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ ეპი­ზოდს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა. სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟი სოსო, რო­მე­ლიც კა­ტოს პარტნი­ო­რის როლს ას­რუ­ლებს, თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლას იდე­ა­ლუ­რი ეგო­ნა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, მისი სა­ხით, მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­ძა­ლა­დე კაცი ნახა.

"იდე­ა­ლურ­მა სო­სომ" ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო კა­ტოს უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის, მას იო­გა­ზე სი­ა­რუ­ლიც აუკ­რძა­ლა. ეტა­პობ­რი­ვად კი საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი, სა­დაც რე­ა­ლუ­რად მსგავ­სი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაა და უამ­რა­ვი ქალი იტან­ჯე­ბა ძა­ლა­დო­ბით, რაც ზოგ­ჯერ სი­ცოცხ­ლის მოს­პო­ბი­თაც სრულ­დე­ბა, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ

ეპი­ზოდს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და და ამ თე­მა­ზე არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა.

ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მსა­ხი­ობ­მა, რო­მელ­მაც ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, შთამ­ბეჭ­და­ვად მო­ირ­გო როლი. სო­სოს პერ­სო­ნაჟს მსა­ხი­ო­ბი დევი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც ამ­ბობს, ეს პრო­ფე­სია ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და:

"სა­ერ­თოდ, ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც სულ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც მიყ­ვარს... პრო­ფე­სი­ის გარ­და, ბევ­რი რამ მი­ზი­დავს.

- გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლნში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს. ვი­დეო კას­ტინ­გის­თვის იქვე ჩავ­წე­რე და გა­მო­ვუგ­ზავ­ნე. მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვე­დი... მალე კო­რო­ნა და­მე­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ომიკ­რო­ნი. ამის გამო ფორ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. ჯერ კი­დევ ვერ ვარ სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ხა­სი­ა­თებს. ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მალე აღ­ვიდ­გი­ნო და ამან საქ­მე­ზე არ იმოქ­მე­დოს.

- სე­რი­ალს რო­გორ აფა­სებთ?

- ყვე­ლა სე­ზო­ნი და სე­რია ნა­ნა­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თუმ­ცა ამ­დე­ნი წელი ეს პრო­ექ­ტი რომ არ­სე­ბობს, მგო­ნი, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. მას აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფარ­თო სპექტრის, ჟან­რობ­რი­ვი გან­ხრის პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს... ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ამ თე­მებს, ყო­ველ­დღი­ურ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ეხე­ბა და სე­რი­ალს ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყავს...

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ჩცდ-ში გა­მოჩ­ნდა თუ არა, მა­შინ­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა...

- სო­სოს შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ანუ არ ვი­ცით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რო­გო­რია. ამი­ტომ, რაც ჩანს, იმის მი­ხედ­ვით ვი­ტყვი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი საკ­მა­რი­სად აქვს. არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის იქამ­დე, სა­დამ­დეც უნდა, რომ მი­ვი­დეს. ცოტა მძი­მე კა­ცი­ცაა... იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მოქ­ცე­ვა, მაგ­რამ იმის იქით სას­წა­უ­ლად მე­სა­კუთ­რეა. რა­ღაც ხა­ზებს ავ­ლებს და რა­ღა­ცებს აწე­სებს. რო­გორც კი ვინ­მეს თა­ვი­სად მი­ი­ღებს, გა­და­წყვეტს, რომ უკვე მი­სია.

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93