თამთა ხმალაძე სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ლაკოს როლს ასრულებს. უმშვენიერესი გოგონა, რომელიც მამაკაცის კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობს, მსახიობისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა პერსონაჟსა და მსახიობს რაღაც საერთოც აქვთ...
- სერიალში ჩვეულებრივ, კასტინგის საშუალებით მოვხვდი: კასტინგის მენეჯერმა მომწერა. სერიალის სიუჟეტი მოკლედ მიამბო... ამბავი როგორ ვითარდება, ბოლომდე მეც არ ვიცი, რადგან სცენარი თანდათან იწერება. შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია - დავთანხმდი.
- პროფესიით მსახიობი ხართ?
- სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ შემდეგ სწავლა პიარის მიმართულებით გავაგრძელე. წელს მაგისტრატურაზე სწავლას ვამთავრებ.
- სამსახიობო გამოცდილება გქონდათ თუ ლაკოს როლი თქვენთვის პირველია?
- "ჩემი ცოლის დაქალებში" რამდენიმე სერიაში ვთამაშობდი - რაგნარას შეყვარებული "ვიყავი". სხვა განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.
- სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ლაკოს როლი თქვენთვის საინტერესოა?
- საინტერესოა, თუმცა მერჩივნა, ცოტათი სხვა ტიპის როლი შემესრულებინა, რადგან სულ ისეთი პერსონაჟების განსახიერება მიწევს, რომლებიც "ხაზგასმულად" ლამაზი გოგონები არიან, ბიჭებს მოეწონებათ... ლაკო საინტერესო პერსონაჟია, რადგან ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. არა, გარკვეულწილად, მგავს - სულ ფორმაშია, მოწესრიგებულია, ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ხასიათითა და ქცევებით ჩემგან სასწაულებრივად განსხვავდება. მგონი, სხვების კეთილგანწყობა ისე ბოროტად არასოდეს გამომიყენებია, როგორც ლაკო იქცევა. ხასიათიც და ქცევებიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული აქვს...გაგრძელება