მსახიობი და ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე იუბილარია. ბახვამ მეგობრებისა და თანამშრომლებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, რომლებსაც „ინსტაგრამ სთორიშიც“ აქვეყნებს.
ბახვა ბრეგვაძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ გახდა.
„მეგობრებო, რამდენიც უნდა ვწეროთ დღეს... მაინც მგონია, რომ ყველაზე ძალიან მე მიყვარს. ძალიან ბედნიერი უნდა იყო სულ!”, - წერს სწორედ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ვიკა კალანდია.