კინო

„ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა...“ - თურქული სერიალის პირველი ანონსი და ქართველი მსახიობის მიმართვა გულშემატკივრებს

ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. "Emanet" ("სხვი­სი შვი­ლი") - ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.

სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა: პა­ტა­რა ბავ­შვი, რო­მე­ლიც დედ-მა­მას და­კარ­გავს, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ბი­ჭის ბიძა ცდი­ლობს, ძმისშ­ვი­ლი თა­ვად აღ­ზარ­დოს, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი რძლის და არ აძ­ლევს. სა­ბო­ლო­ოდ წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდე­ბათ.

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცისროლს

კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის პარტნი­ო­რი სე­რი­ალ Emanet-ში მე­სა­მე სე­ზო­ნი­დან ქარ­თვე­ლი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბია. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, "სხვი­სი შვი­ლი“ მის­თვის პირ­ვე­ლი თურ­ქუ­ლი დრა­მა იქ­ნე­ბა.

სე­რი­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ, მთა­ვარ გმი­რებს კი, ჰა­ლილ­სა და სი­ლას, სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად აღი­ა­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ. სილა თურ­ქოღ­ლუმ სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი კომ­პა­ნია Karamel Yapım-ი მო­ბინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მსა­ხი­ობ­მა გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თა. ქალს კონ­კრე­ტუ­ლად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, თუ რა სა­ხის ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ მას­ზე, რად­გან ტერ­მი­ნი მო­ბინ­გი მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლის და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, კრი­ტი­კას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­ცინ­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილს, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. ქალს მე­უღ­ლე, ლაშა მგე­ლა­ძე და ერთი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვარ­კვი­ეთ, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბა სტამ­ბოლ­ში გა­და­ღე­ბებ­ზე.

მარ­თა­ლია, თა­ვად მე­დი­ას­თან სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ სე­ზონ­ში ჰა­ლილს პარტნი­ო­რო­ბას ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი გა­უ­წევს.

სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქპრო­ფილ­ზე" ვკი­თხუ­ლობთ:

"ახლა ვფიქ­რობ, ალ­ბათ რო­გორ გი­ჭირს შენი ლა­მა­ზი ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნა. რო­გორ გე­ნატ­რე­ბა შენი ოჯა­ხი. ამ­ხე­ლა ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ესეც შენს და შენი ოჯა­ხის სიძ­ლი­ე­რეს ამ­ტკი­ცებს...

არ შე­მიძ­ლია არ აღვ­ნიშ­ნო შენი მე­უღ­ლის მხარ­ში დგო­მა, ბევ­რი ვერ ან არ გა­ა­კე­თებ­და ამას. ეს ამ­ტკი­ცებს თქვე­ნი ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს.“

ლაშა მგე­ლა­ძე და ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ქა­ლაქ­ში გა­მორ­ჩე­ულ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ერ­თმა­ნე­თი კა­ბა­დო­კი­ა­ში გა­იც­ნეს 15 წლის წინ, რო­დე­საც ცეკ­ვის ან­სამ­ბლი გას­ტროლ­ზე გახ­ლდათ და ლა­შამ ნანა სცე­ნა­ზე ნახა. მალე და­ქორ­წინ­დნენ და მას შემ­დეგ ისი­ნი არა­ერთ კლიპ­ში არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი.

„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება… უამრავი წერილი შემომდის, გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი. დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“ - წერს ნანა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93