კივანჩ თათლითუღი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს. არის თურქი მსახიობი, მოდელი და ყოფილი კალათბურთელი. თათლითუღმა შეასრულა როლები რამდენიმე განსაკუთრებულად წარმატებულ სატელევიზიო სერიალში, მათ შორის: Menekşe ile Halil-ში (2007-08), Aşk-ı Memnu-ში (2008-10), Kuzey Güney-სა (2011-13) და Cesur ve Güzel-ში (2016-17). ამ სერიალებიდან ყველამ მოიპოვა კრიტიკოსების სიმპათიები და საერთაშორისო აღიარება.
კივანჩი დაიბადა ადანაში, ერდემ და ნურტენ თათლითუღების ოჯახში. ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ მისი მამა ალბანელია ქალაქ პრიშტინიდან. მან თქვა, რომ დაიბადა და გაიზარდა ადანაში და რომ მის ოჯახს ას წელზე მეტია ქალაქში საცხობი ბიზნესი აქვს. სწავლობდა Yenice Çağ-ის კერძო უმაღლეს სკოლაში, სადაც კალათბურთში გამოირჩეოდა.
მამის ავადმყოფობის გამო ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა, რათა მამას სათანადო მკურნალობა მიეღო. სტამბოლში ის შეუერთდა "ბეშიქთაშს", "ფენერბაჰჩეს", "ულკერსპორს", “ფისკობირლიკს”, “გუნეი სანაის”, “ჩუკუროვა კულუბუს”, “დევლეტ სუ იშლერის” და “ტარსუს ამერიკან კულუბუს” კლუბებს, როგორც 18-წლამდელთა პროფესიონალი კალათბურთელი. თუმცა ფეხის ტრავმის გამო კალათბურთის დატოვება მოუწია. 2013 წელს დაამთავრა სტამბოლის კულტურის უნივერსიტეტი.
კივანჩმა რამდენიმე კონკურსს და შოუს უმასპინძლა. იგი Gümüş-ში იყო პერსონაჟი მეჰმეთ შადოღლუ. სერიალში Aşk-ı Memnu, კივანჩმა მთავარი როლი შეასრულა ბერენ საატთან ერთად. მან უზრუნველყო კენის ხმა Toy Story 3-ის თურქული დუბლირებული ვერსიისთვის.
ის დაქორწინებულია თურქ სტილისტ ბასაქ დიზერზე. ისინი შეხვდნენ, როდესაც ბასაქი 2013 წელს სატელევიზიო შოუში "Medcezir" ცნობილ სტილისტად მუშაობდა. დაქორწინდნენ 2016 წლის 19 თებერვალს. ოფიციალური ცერემონია გაიმართა პარიზში თურქეთის საელჩოში.
მათ ჰყავთ ვაჟი, კურტ ეფე, რომელიც დაიბადა 2022 წლის აპრილში. ბასაკი თურქი სტილისტი და მოდის დიზაინერია.