"მინის" შემქმნელებს რა აღარ მოუფიქრებიათ, მაგრამ ეს მაინც ყველაზე უცნაური იდეაა: Clubvan-ის ბაზაზე მინი-მობილი შექმნეს, რომელიც AUTO BILD-ის რეპორტიორმა დანიელა პემიოლერმა შეამოწმა
სიტყვები "მინი" და "კამპინგი" ერთმანეთისგან ისე შორსაა, როგორც აშშ და სირია, მაგრამ BMW-ს შვილობილი ბრიტანული კომპანია ყოველთვის ახერხებს ხოლმე ჩვენ გაოცებას - მოულოდნელი, არაადეკვატური, მაგრამ სახალისო იდეებით. ეს კი მაინც ყველაზე საოცარი იდეაა, რომელიც შეიძლებოდა პირველ აპრილსაც გამოგვექვეყნებინა: "მინიმ" მსოფლიოში ყველაზე პატარა, პრემიუმ ხარისხის სახლი-მანქანა წარმოადგინა!
თუკი 2012 წელს მხოლოდ იმით შემოიფარლნენ, რომ საცხოვრებელი მანქანა Cowley "მინის" სტილში გადაღებეს და Contryman-ს მიაბეს, თავზე კი ყუთი დაადგეს, წელს უფრო შორს წავიდნენ - მთელი მანქანა სასტუმროს მოძრავ ნომრად გადააქციეს. ასე რომ, კომბის, კაბრიოს და კუპეს შემდეგ Mini Camper-იც მივიღეთ!
სპლიტის აეროპორტიდან ზადარამდე "მინი-მობილით" საათნახევარი ვიარე და გადაკეთებული დეტალები სალონში გზის ყოველ უსწორმასწორო მონაკვეთზე უშნოდ ჩხარუნობდა. თუმცა "მინის" პრესსამსახურის შეფმა ანდრეას ლამპკამ მითხრა, რომ "მინი-მობილის" სერიული წარმოება არ იგეგმება.
Clubvan Camper-ის ოფიციალური მისია იმაში მდგომარეობს, რომ ყველას დაუმტკიცოს: "მინისთან" ერთად ყველაფერი შესაძლებელია.
იხილეთ სტატია და ფოტოგალერეა სრულად