არ დაფიქრებულხართ,რომ არსებობს ქალაქები, სადაც უკეთესი ცხოვრებაა, ვიდრე თქვენსაში? თუ ასეა და თან ინტერნეტით მუშაობთ, აუცილებელი არაა, მთელი ცხოვრება მტვრიან და ხმაურიან ქალაქში გაატაროთ.
10. ალიკანტე, ესპანეთი
თუ ამ ქალაქზე გსმენიათ, გეცოდინებათ, რომ საუკეთესოა ესპანეთში. თუმცა, ამ ზღაპრულ ქალაქში ცხოვრება იაფი ნამდვილად არ ღირს. ბარსელონის მახლობლად მდებარეობს, ლამაზი და უსაფრთხო პლაჟები აქვს, მდიდრული არქიტექტურა, კლიმატი, გართობა. თუმცა, ტურისტები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.
სახლის იჯარა: 550 დოლარი თვეში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 37 დოლარი თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 37 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 5 დოლარი.
ნახევარი ლიტრი ლუდი მაღაზიაში: 1 დოლარი. თუ ბავშვები "მაკდონალდსში" მიგყავთ, ლუდს აქაც დაგისხამენ.
დასვენება ზღვისპირა ქალაქებში ფასდაკლებით
9. მენდოსა, არგენტინა
აქ არის ყველაფერი, რასაც აფასებთ მეგაპოლისში: კარგი საკვები, ღამის გართობა, აქტიური სოციალური ცხოვრება. ჩამოსულებს ხელს არ უშლიან საქმიანობის, ბიზნესის წამოწყებაში. გარდა ამისა, მენდოსა საუკეთესო სათხილამურო ქალაქია.
სახლის იჯარა: 380 დოლარი თვეში.
ბინა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 62 500 დოლარი.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 38 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 4 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,40 დოლარი.
8. ბალი, ინდონეზია
თუ აღმოსავლეთში, ლამაზ და იაფფასიან ქალაქზე ოცნებობთ, ბალიზე უკეთესს ვერ ნახავთ. აქ აზიური ეგზოტიკაც ულევადაა.
იჯარა: 300 დოლარი თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 22 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 12 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,60 დოლარი.
7. ჩიანგმაი, ტაილანდი
ეს ქალაქი მსოფლიოში საუკეთესო კლიმატს გპირდებათ. ეგზოტიკური ტალანდური საკვები, კულტურა, რბილი კლიმატი, მეგობრული მოსახლეობა. ბოლო დროს აქ უცხოელები მომრავლდნენ, რომლებიც ინტერნეტბიზნესში და გიდად მუშაობენ.
იჯარა: 250 დოლარი თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 15 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 13 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,30 დოლარი.
6. კოროზალი, ბელიზი
ტროპიკული სამოთხე, კარიბული ცხოვრებით. აქ შეგიძლიათ დრო იოგასა და მედიტაციას დაუთმოთ. დატკბეთ მზის ჩასვლა-ამოსვლით. მიირთვათ გემრიელი საკვები და კოქტეილები და დატკბეთ მშვიდი ცხოვრებით. თუმცა, პენსიონერულად დიდხანს ვერ გაძლებთ, რადგან აქ კულტურული ცხოვრებაც დუღს.
სახლის იჯარა: 190 დოლარი თვეში.
ბინა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 115 000 დოლარი.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 19 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 12 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,50 დოლარი.
დასვენება სასტუმროებში ფასდაკლებით
5. პუერტო-ვალიარტა, მექსიკა
საუკეთესო ქალაქია მათთვის, ვისაც ტურისტული ზონიდან მოშორებით სურს ცხოვრება. ქალაქი გთავაზობთ ბუნებრივ სილამაზეს, რომანტიკას, კულტურულ ცხოვრებას და მისაღებ ფასებს.
სახლის იჯარა: 450 დოლარი თვეში.
ბინა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 55 000 დოლარი
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 15 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 7,5 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,25 დოლარი.
4. ოჟენი, ესპანეთი
თუ ოდესმე ესპანეთის სამხრეთით ცხოვრებაზე ოცნებობდით, ოჟენი საუკეთესო ქალაქია. საუკეთესო კურორტული ქალაქი მდიდრული ვილებითაა შემოსაზღვრული. აქ მოსაწყენად არ გეცლებათ.
სახლის იჯარა: 330 დოლარი თვეში.
ბინა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 100 000 დოლარი
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 28 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 4 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 1,25 დოლარი.
3. პრაღა, ჩეხეთი
საუკეთესოა მათთვის, ვინც მდიდრულ ევროპულ ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა. თანამედროვე პრაღა ლამაზი, დინამიკური ქალაქია, ენერგიული მოსახლეობით. ამასთანავე, ქალაქის ქუჩებს თითქოს საუკუნეების წინანდელ პრაღაში მიჰყავხართ. აქ გელოდებათ სილამაზე, უამრავი გასართობი, უჩვეულო პაბები და ყავახანები, პრესტიჟული უნივერსიტეტი. ამასთანავე, აქ ცხოვრება არც ისე ძვირია.
ბინა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 590 დოლარი თვეში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 25-დან 240 დოლარამდე თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 27 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 5 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 0,75 დოლარი.
2. ბუქარესტი, რუმინეთი
სიდიდით მეექვსე ქალაქს "აღმოსავლეთ ევროპის პარიზს" ეძახიან. ბუქარესტი კაშკაშა, ლამაზი, კულტურული და ეკონომიკური ბუმის ქალაქია. ამასთანავე, საოცრად იაფფასიანი. თუ მდიდრულ, ბოჰემურ ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობთ, ეს თქვენი ქალაქია. ამასთანავე, მშობლიურ შავ ზღვაზე დასვენება პრობლემას არ წარმოადგენს. ქალაქიდან ავტომობილით 90 წუთში მიხვალთ.
ბინის იჯარა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 450 დოლარი თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 22 დოლარი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 15 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 7 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 0,80 დოლარი.
1. კიშინიოვი, მოლდოვეთი
ევროპის ყველაზე იაფფასიან ქალაქს მდიდარი კულტურა აქვს. ოპერისა და ბალეტის თეატრი, სამი ნაციონალური მუზეუმი, 33 უნივერსიტეტი, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და ღამის ცხოვრება. ქალაქის სკვერები კიშინიოვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა. აქვე ისიც ვახსენოთ, რომ ამ ქალაქში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ყველგან უფასო wi-fi-ია.
ბინის იჯარა: ოროთახიანი ახალი ბინა ქალაქის ცენტრში 270 დოლარი თვეში.
ვახშამი ორ პერსონაზე რესტორანში: 22 დოლარი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 6 დოლარი.
კარგი ღვინო სუპერმარკეტში: 5 დოლარი.
ლიტრა-ნახევარი ლუდი მაღაზიაში: 0,80 დოლარი.
თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას ჯერ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად, საქართველოში იმოგზაუროთ.
აბა, წაკითხულის შემდეგ რამდენად მიმზიდველად გეჩვენებათ ცხოვრება თქვენს ქალაქში? უმრავლესობას ალბათ წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება მოუნდა.