კომპანია TripAdvisor-ის ექსპერტებმა შეადგინეს ქალაქების რეიტინგი, რომელთაც ტურისტი აუცილებლად უნდა ეწვიოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ეს გახლავთ საოცარი ქალაქები. გაოცდებით, როდესაც აღმოაჩენთ, თუ რომელი ქალაქი გავიდა რეიტინგის პირველ ადგილზე.
სან-ფრანცისკო, აშშ
ეს გახლავთ ამერიკის და შესაძლოა, მთელი მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქალაქი. გარდა ამისა, სან-ფრანცისკო ყველაზე განვითარებული ადამიანების სამშობლოა.
ჩიანგმაი, ტაილანდი
ჩიანგმაი - ტაილანდის ყველაზე წყნარი და შთამბეჭდავი ქალაქია. თუ გსურთ ყველაზე ლამაზი ბუდისტური ტაძრის მონახულება, აქაურობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი ითავსებს შუა საუკუნეებისა და მავრიტანულ არქიტექტურას. ასევე, აქ შესანიშნავი პლაჟებია და უძველესი ტრამვაი დადის.
სიდნეი, ავსტრალია
სიდნეი - საოცარი ბუნებისა და ეროვნული პარკების ქალაქი. მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და განვითარებულ ქალაქად მიიჩნევენ.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტის ულამაზესი, კლასიკური არქიტექტურა შესანიშნავად ერწყმის თანამედროვე ნაგებობებს. ქალაქში ასევე უამრავი თერმული აბანოა, რომელთა წყალობით ბუდაპეშტი ერთადერთი დედაქალაქი-კურორტია ევროპაში.
ბანგკოკი, ტაილანდი
ბანგკოკი ერთდროულად ბუდისტური ტაძრებისა და ღამის შესანიშნავი ცხოვრების ქალაქია. ამასთან, ის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი მეგაპოლისია მსოფლიოში.
კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა
ეს გახლავთ დასვენებისთვის უნიკალური ადგილი, რომელიც ითავსებს ცათამბჯენებს, არაჩვეულებრივ ზღვას, პლაჟებსა და ბუნებას.
ჩიკაგო, აშშ
ჩიკაგო - ცათამბჯენების, ბლუზისა და ჯაზის ქალაქი. გარდა ამისა, აქ მსოფლიოში საუკეთესო ჰორიზონტებია.
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
არ არსებობს მეტად ფუტურისტული მეგაპოლისი, ვიდრე დუბაი. ასევე, მეტად მდიდრული. ეს ქალაქი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობისა და სავაჭრო ცენტრის სამშობლოა.
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
სანკტ-პეტერბურგი - რუსეთის ერთადერთი ევროპული ქალაქი, სადაც იტალიელების მიერ შემუშავებული ნეოკლასიკური არქიტექტურა შეგხვდებათ. ასევე, აქ უამრავი სახვითი გალერეაა.
ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონა - ისტორიისა და ტექნოლოგიების საუკეთესო შერწყმის ქალაქი. ძალზე მოდური, კომფორტული და ლამაზი ქალაქი ზღვის პირას.
ბუენოს-აირესი, არგენტინა
ამ ქალაქს "სამხრეთამერიკულ პარიზს" უწოდებენ. მდიდარი ევროპული მემკვიდრეობა და შესანიშნავი არქიტექტურა ლათინოამერიკულ მხურვალე ხასიათს ერწყმის.
ფლორენცია, იტალია
რენესანსის ეპოქაში გაჩერებული ქალაქი. საუკეთესოა მუზეუმების, გალერეებისა და ტაძრების მოყვარულთათვის.
ნიუ იორკი, აშშ
ნიუ იორკი - დასავლური კულტურისა და ცივილიზაციის დედაქალაქი. დატკბით ცათამბჯენებით, იქირავეთ ველოსიპედი და ისეირნეთ ცენტრალ-პარკში.
ბერლინი, გერმანია
შუა საუკუნეების, ანდეგრაუნდ-კულტურისა და შესანიშნავი იაფიანი კაფეების ქალაქი.
შანხაი, ჩინეთი
შანხაი - ჩინეთის ყველაზე მოწინავე ქალაქი. აქ ყოფნა დაუვიწყარი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
სიემ რიპი, კამბოჯა
სიემ რიპი უძველესი ქალაქის, ანგკორ-ვატის ნანგრევებითაა გარშემორტყმული. მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება.
ჰანოი, ვიეტნამი
ეს ქალაქი აღმოსავლეთისა და დასავლეთის საოცარი ნაზავია.
პარიზი, საფრანგეთი
პარიზი - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
მარაკეში, მაროკო
მარაკეში - სანელებლებისა და სუნელების წარმოების მსოფლიო ცენტრი. ასევე, აქ საუკეთესო ბაზრებია.
პრაღა, ჩეხეთი
პრაღა - ევროპის ყველაზე მყუდრო ქალაქი.
პეკინი, ჩინეთი
ჩინეთის დიდი კედელი პეკინში - ამით ყველაფერი ნათქვამია...
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი. აქ ცხოვრობს მსოფლიოს 300 ენაზე მოსაუბრე ხალხი.
რომი, იტალია
რომი - მსოფლიო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. შესანიშნავი ქუჩის მხატვრებით, რესტორნებით, მონუმენტალური ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
სტამბოლი, თურქეთი
და აი, ისიც - ქალაქი, რომელიც მსოფლიო ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს. ძალზე დინამიკური და საინტერესო ქალაქი, რომელიც ერთდროულად ქრისტიანულსა და მუსულმანურ კულტურებს ითავსებს.