სოლო-მოგზაურობა ქალისთვის თავგადასავალია, ამასთანავე, თვითშეფასებასაც უმაღლებს და სულიერ სიმშვიდესაც ანიჭებს. ჟურნალისტ-ტრეველერი სტეფანი გრისტი თავის წიგნში აღწერს ქალაქებს, რომლებიც ქალმა სოლო-მოგზაურობისას უნდა მოინახულოს.
მიუნხენი, გერმანია
ბავარიული ქალაქი ტურისტებს მდიდრული არქიტექტურით, სამხატვრო გალერეებითა და... ლუდხანებით იზიდავს. აქ განსაკუთრებული მხიარულება ლუდის ფესტივალის, ”ოქტობერფესტის” დროს დგება.
ვენა, ავსტრია
პირველ რიგში, ეს არის ოპერისა და დახვეწილი დესერტების ქალაქი.
ლონდონი, ბრიტანეთი
მუზეუმების ქალაქია. ამასთანავე, ლონდონელი კონდიტრები უგემრიელეს შოკოლადის დესერტებს ამზადებენ.
პრაღა, ჩეხეთი
გოთიკური არქიტექტურა, ლუდი, მუზეუმები. სასურველია, ქალაქს ”ხუთფურცლიანი ვარდის” ფესტივალის დროს ეწვიოთ, როცა ქალაქის ცენტრში სამი დღით წყდება ავტომობილების მიმოსვლა, ხალხი კი შუა საუკუნეებისდროინდელ სამოსს იცვამს და ისტორიულ წარმოდგენებში მონაწილეობს.
ბერლინი, გერმანია
ცნობილი გალერეა და ულტრათანამედროვე კროიცბერგის რაიონი - აი, რა იზიდავს ტურისტებს.
ბარსელონა, ესპანეთი
ქალაქის უკეთესად აღქმა რომ შეძლოთ, იქ მარტო უნდა გაემგზავროთ. აუცილებლად ნახეთ საგრადა ფამილიას ტაძარი. ამ ქალაქში 10 ათასზე მეტი ბუტიკია. ”ტომბუსი” სპეციალური ავტობუსია, რომელიც მხოლოდ მყიდველებს ემსახურება.
ფლორენცია, იტალია
მისი მთავარი ქალაქი - ტოსკანა მუზეუმია ღია ცის ქვეშ. აქ ინახება მიქელანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები. აუცილებლად ნახეთ ”უფიცის” გალერეაში სანდრო ბოტიჩელის ”ვენერას დაბადება”. კულტურული ღონისძიებების შემდეგ შოპინგი გელით. თუმცა, ვერც სალვატორე ფერგამოს მუზეუმს ჩაუვლით გულგრილი.
ამსტერდამი, ნიდერლანდები
ყველაზე თავისუფალი ქალაქის დათვალიერება ყველაზე საინტერესოა ველოსიპედით ან ნავით. თუ ტიტების მოყვარული ხართ, აალსმეერის ყვავილების აუქციონს დაესწარით. აუცილებელი სანახავია ”წითელი ფარნების კვარტალიც”.
ვენეცია, იტალია
რომანტიკული ქალაქია, რომლის სილამაზეს მარტო უფრო კარგად აღმოაჩენთ. არ დაგავიწყდეთ ცნობილი საოპერო თეატრის, ”ლა ფენიჩეს - ”ფენიქსი” ნახვა. ხანძრის შედეგად იგი თითქმის ფერფლიდან აღადგინეს 1774, 1836 და 1996 წლებში.
პარიზი, საფრანგეთი
მდიდრული არქიტექტურა, კულტურა, დაუვიწყარი სამზარეულო და, რა თქმა უნდა, შოპინგი. ეწვიეთ თეთრეულის მაღაზია ”კადოლის”. სწორედ პარიზელი ერმინი კადოლიმ ”გაათავისუფლა” ქალები კორსეტისგან და 1889 წელს შეიქმნა პირველი ბიუსტჰალტერი.
რომი, იტალია
ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. არ გახსენდებათ ფილმი და რომანი: ”ჭამე, ილოცე, შეიყვარე”? არ დავიწყებთ რომში სანახავი ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლას. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ შადრევან ტრევის გვერდით მდებარე კაფეში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ნაყინი.