მალდივის კუნძულები არის ძველი, ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. ჰავა ცხელი და ტროპიკულია, მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა საშუალოდ 30°C-ია.
ძირითადად გვხვდება პალმები, ქოქოსები, ტროპიკული ბუჩქები, ოკეანეში -თევზები და კუები.
უფრო მჭიდროდ დასახლებულია სამხრეთი ნაწილი, ეკონომიკა კი ძირითადად ტურიზმზეა აგებული. დივეჰი არის სახელმწიფო ენა, ხოლო ოფიციალური რელიგია ისლამია.
კუნძულებზე მთავარი ტრანსპორტი ნავია. ავტომობილი და ტაქსი მხოლოდ მალდივების დედაქალაქ მალეში მოძრაობს. მალდივები აღმოაჩინეს ბუდისტმა ბერებმა, ახლა გაეროს წევრი და სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სამზარეულოში ჭარბობს არაბული და ინდური კერძები.
აქ არის როგორც სპა, ასევე მშვიდი და გართობის მოყვარულთათვის შესაფერისი კურორტები... ტუროპერატორები მსურველებს სთავაზობენ პლაჟებს და დასვენებას, სპა-ტურებს, დაივინგსა და თევზაობას.
სპა-ცენტრები მალდივის კუნძულებზე: ეს გახლავთ დასვენება გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის. თითქმის ყველა სასტუმრო მალდივებზე მსურველებს სთავაზობს სპა-ცენტრებს, რომლებიც ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ ეთერზეთებსა თუ ნელსაცხებლებს იყენებენ.
აქ მუშაობენ პროფესიონალი მასაჟისტები. საინტერესოა "ოკეანის რიტუალი", ანუ ენერგეტიკული არომათერაპია მანდარინითა და სურნელოვანი ზეთით, ამ დროს კანი თავისუფლდება მკვდარი ქსოვილებისგან და ვიღებთ გაჯანსაღების 100%-იან ეფექტს.
ექსკურსია მალდივებზე: აუცილებელია მოინახულოთ ცენტრი -მალე, სადაც განლაგებულია ძველი მეჩეთი, ისლამური ცენტრი, ნაციონალური მუზეუმი, საპრეზიდენტო სასახლე, ასევე ხელოვნური სანაპიროები და სუვენირების მაღაზია, სადაც თითოეული ნივთი ხელოვნების ნიმუშია.
აუცილებლად უნდა გაისეირნოთ შუშისძირიანი ნავით, რათა ნახოთ ოკეანის საოცარი სილამაზე. არანაკლებ შთამბეჭდავია ჰიდროთვითმფრინავით გასეირნება.
ძალზე პოპულარულია საქორწინო ტურებიც, მალდივებზე განსაკუთრებული ტრადიციები არსებობს, რომელსაც რამდენიმე სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს: Coco Palm Resort & Spa; Full Moon Maldives; Hilton Maldives Resort & Spa; Huvafen Fushi; Kurumba Maldives ეს სასტუმროები მსურველებს სთავაზობენ ქორწილის ორგანიზებას კუნძულზე, ხოლო სასტუმროში დაბრუნებულ ახალდაქორწინებულ წყვილს ადმინისტრაციისგან უამრავი საჩუქარი ელის.
მალდივებზე ღამის კლუბები და დისკოთეკები არ არის, ალბათ ამაშია ამ კუნძულების ხიბლიც, თუმცა ზოგიერთი სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს საღამოსა და ღამის პროგრამებს. მსურველებს შეუძლიათ გაერთონ დაივინგითა და სათევზაო ტურით.
მალდივები არის სამოთხე დედამიწაზე, მაგრამ... ოკეანის დონე მატულობს და კუნძულები მალე წყლით დაიფარება.