ზოგჯერ დასასვენებლად 3 ჩემოდნით მივდივართ და სამოსიდან მხოლოდ სამ ნივთს ვიცვამთ. დღეს მოგიყვებით, რა უნდა წავიღოთ შვებულებაში თან, რომელი შინ უნდა დავტოვოთ, მძიმე ბარგის თრევისგან რომ გავთავისუფლდეთ.
ფენი
როგორც წესი, სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის დასასვენებელ სახლებში აქვთ. შეიძლება ისეთი არაა, როგორსაც მიჩვეული ხართ, სამაგიეროდ, ჩანთაში დიდ ადგილს გამოითავისუფლებთ.
უფრო მეტიც, თუ ზღვის სანაპიროზე აპირებთ დასვენებას, უმჯობესია, ფენი საერთოდ არ გამოიყენოთ. მზის სიმშრალისა და მარილიანი წყლისგან თმა ტრავმირებულია. უპირატესობა ბუნებრივ ვარცხნილობას - პლაჟის ხვეულ თმას მიანიჭეთ.
სპორტული აღჭურვილობა
რა თქმა უნდა, შვებულების დროს პლაჟზე ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ გულწრფელად თქვით, რეალურად მიგაჩნიათ ხუთ საათზე ადგომა და სირბილი?
გარდა ამისა, შვებულების დროს ფიზიკური აქტიურობა ისედაც არ მოგაკლდებათ. ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ფეხით სიარული და ცურვა უკვე კარგი ვარჯიშია.
აფთიაქი
რა თქმა უნდა, შვებულების დროს ყველაფრისგან დაცული ვერ იქნებით და მედიკამენტები ინფექციებისა და ტრავმებისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ.
თუმცა, მთელ აფთიაქს ნუ წაიყოლებთ. თუ დასვენებას მიყრუებულ ადგილას არ აპირებთ, მედპუნქტსა და აფთიაქს ყველგან მიაგნებთ.
ორზე მეტი საცურაო კომპლექტი
ორი საცურაო კოსტიუმი სავსებით საკმარისია. როგორც წესი, სანამ ერთი შრება, მეორე გვაცვია, დანარჩენი კი ხელუხლებელი რჩება ჩემოდანში.
შეუსაბამო სამოსი
ჩემოდნის ჩალაგებისას დარწმუნდით, რომ ყველა სამოსი, რომელიც თან მიგაქვთ, ერთმანეთს უხდება სტილითა და ფერთა გამის მიხედვით. ეს ეხება აქსესუარებსაც.
ძვირფასი ნივთები
ყველა სასტუმროში სეიფი არ დაგხვდებათ. ამიტომ კურორტზე ძვირად ღირებულ სამკაულებს ნუ წაიღებთ. უპირატესობა უბრალო აქსესუარებს მიანიჭეთ. სხვათა შორის, იგივე ეხება სამოსსაც და ფეხსაცმელსაც.
წიგნები მყარი ყდით
რამდენიმე წიგნი მძიმეცაა და დიდ ადგილსაც იკავებს. უპირატესობა ან რბილყდიან ერთ წიგნს მიანიჭეთ, მეტის წაკითხვას მაინც ვერ შეძლებთ, ან გაჯეტში იკითხეთ ნაწარმოებები.
კოსმეტიკა
მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაიღეთ. უფრო მეტიც, სასტუმროში დაგხვდებათ შამპუნი, შხაპის გელი და სხვა საშუალებები.
ზღვაზე დასასვენებლად აუცილებლად გჭირდებათ მზის სხივებისგან დამცავი SPF-კრემი და მზის შემდეგ კანისა და თმის სარეაბილიტაციო საშუალებები. შეგიძლიათ რამდენიმე სახის ნიღაბიც წაიღოთ.
მთაშიც დაგჭირდებათ მზის სხივებისგან დამცავი SPF-კრემი. აგრეთვე ტუჩის ბალზამი.
დასვენებისთვის გამოიყენეთ სამოგზაურო ნაკრების კონტეინერები, მთლიანი შამპუნისა და კრემების ბოთლებით რომ არ დაიმძიმოთ ჩანთა.
რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, ძნელი წარმოსადგენია საღამოს მაკიაჟი ნამზეურზე. მხოლოდ აუცილებელი და მრავალფუნქციური კოსმეტიკა წაიღეთ თან. მაგალითად, ჩრდილებმა და ტუჩის მბზინვარე საცხმა შეიძლება ჰაილაითერები ჩაანაცვლოს, ნეიტრალური ფერის ფანქარი თვალისთვისაც გამოიყენოთ და წარბისთვისაც, ხოლო დაპრესილი პუდრი ფხვიერით, ის სატარებლადაც უფრო მოსახერხებელია.