სოსო ნებიერიძის ზღაპრული დასვენება კენიაში - საუზმე ჟირაფებთან და კადრები "მაუგლიდან"

სოსო ნებიერიძის ზღაპრული დასვენება კენიაში - საუზმე ჟირაფებთან და კადრები "მაუგლიდან"
ქართველი მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე ზღაპრული დასვენების სურათებს აქვეყნებს. სოსო აღმოსავლეთ აფრიკაში, კენიის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და ლამაზი ადგილი, ჟირაფების სასტუმრო მოინახულა. აფრიკული ტურის ფერად ფოტოებს სოსოს გამომწერების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა. ვიდეოები ნამდვილად შეუდარებელი და ზღაპრულია.


"ჟირაფების სასტუმრო" კენიაში და ზოგადად, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, სადაც ძველებურ სტილში მოწყობილ აფრიკულ სასტუმროში გადაშენების პირას მყოფი ჟირაფები მოდიან, ხალხი კი მას საკვებს აძლევს. ჟირაფები სასტუმროს ყოველ დილას საუზმის დროს სტუმრობენ
და შუადღეს დიდ ჯუნგლებში ბრუნდებიან. სასტუმროში ერთი ღამის გატარება, ორკაციანი ნომერი 1750 $ ჯდება. როგორც სოსო "ინტაგრამ სთორებში" ამბობს, ეს ყველაზე იაფიანი ნომერია და ფასები ნომრის მიხედვით მატულობს.


"როგორც იქნა, მაქვს ფოტო, რომლის მსგავსიც არაერთგან შემხვედრია ინტერნეტში, არაერთი უცხოელი ბლოგერი თუ ცნობადი სახე მინახავს ამ ადგილზე. ახლა კი მეც აქ ვარ და მსგავს ფოტოს გიზიარებთ. საუზმე Giraffe Manor-ში დილის 6 საათიდან იწყება. ჟირაფებიც სწორედ ამ დროს მოდიან საჭმელად. შემოყოფენ თავებს ფანჯრებში და ელოდებიან, როდის დაუყრიან საკვებს თავიანთ თეფშებზე. ეს ყოველივე დაახლოებით ერთი საათი გრძელდება და სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ სასტუმროს ყველა სტუმარმა მოახერხოს ფოტოს თუ ვიდეოს გადაღება" - წერს სოსო "ინსტაგრამზე".


ზღაპრული სასტუმრო მართლაც საოცარი სანახავია და ნებიერიძის შესანიშნავი ვიდეოები პირდაპირ აფრიკაში გამოგზაურებთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93