14 თებერვალს იტალიური ქალაქი ბელვედერე-მარიტიმო (კოზენცის პროვინცია, კალაბრიას რეგიონი) სიყვარულის ნამდვილ ქალაქად გადაიქცევა.
აქ შეიკრიბებიან შეყვარებულები, რომლებსაც სურთ, განიმტკიცონ საკუთარი გრძნობები და წმინდა ვალენტინის ნეშტს ემთხვიონ. დიახ, სწორედ აქ, ადგილობრივ მონასტერში ინახება, უკვე 300 წელია, ყველა შეყვარებულის მფარველი წმინდანი ვალენტინის ნეშტი.
წმინდა ვალენტინის დღეს მონაზონ-კაპუცინების მონასტერში დაახლოებით 90 წყვილი შეიკრიბება, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ ვერცხლის, ოქროს და პლატინის ქორწილიც კი. წმინდანის ნეშტთან ისინი შეძლებენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ და შეჰფიცონ საუკუნო სიყვარული. ამის შემდეგ წყვილებს სადღესასწაულო სადილი ელით.
ოჯახური ცხოვრების ვეტერანების გარდა, ბელვედერეო-მარიტიმოს ტაძართან შეიკრიბებიან ახალგაზრდა შეყვარებულებიც, რომლებსაც წმინდა ვალენტინის მფარველობა სურთ და ოცნებობენ, ერთმანეთს სიტკბოთი და სიყვარულით შეაბერდნენ.
მსგავს სიყვარულის აქციებს ადგილობრივი ადმინისტრაცია ყოველწლიურად ატარებს.