შვებულების სეზონი მოდის და თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაემგზავროთ, იმ 25 ქალაქს გაეცანით, რომელში მოგზაურობასაც ჩვენ გთავაზობთ.
სან-ფრანცისკოში (აშშ) უამრავი ღირსშესანიშნაობა და თავგადასავალი გელით. ექსკურსიით შეგიძლიათ ალკატრასი დაათვალიეროთ; პატარა იტალიის სამზარეულო დააგემოვნოთ; ოქროს კარიბჭის ფონზე ფოტო გადაიღოთ და ქალაქის ეთნიკურ მოსახლეობას გაეცნოთ.
ჩიანგმაი (ტაილანდი) ბუნების სილამაზისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების გამო ქალაქს "აღმოსავლეთის ვარდს" ეძახიან.
ლისაბონში (პორტუგალია) შერწყმულია შუა საუკუნეების და მავრიტანული არქიტექტურა. ლისაბონის ტრამვაით გასეირნება კი დაუვიწყარი თავგადასავალია.
სიდნეი (ავსტრალია) ცნობილია ოპერის თეატრით, ხარბორ-ბრიჯის ხიდითა და მდიდრული პლაჟებით. კვარტლები ნაციონალური პარკებითაა გარშემორტყმული, სარბენი ბილიკები კი მთელ საზღვაო ზოლზეა გადაჭიმული.
ბუდაპეშტში (უნგრეთი) ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლები გელით. აგრეთვე, ეს ქალაქი განთქმულია თერმული წყლებით და გირჩევთ, აუცილებლად შეიაროთ აბანოში.
ბანგკოკი (ტაილანდი) ყველაზე იაფფასიან ქალაქაადაა აღიარებული. აქ ულამაზესი ბუდისტური ტაძრები და თავგადასავლებით აღსავსე ღამის ცხოვრება გელით.
კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) - ქალაქის ერთ მხარეს ოკეანეა, მეორე მხარეს - მთა-გორები, ცენტრში კი - არქიტექტურული შენობები.
ჩიკაგო (აშშ) - პირველი ცათამბჯენები სწორედ აქ, ბლუზისა და ჯაზის სამშობლოში ააგეს. დღეს ჩიკაგო კომედიური შოუების ქალაქად ითვლება.
დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საემირო) მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ჰალიფა მდებარეობს. ჩადით და დაათვალიერეთ ქალაქი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში ერთ პატარა დასახლებას წარმოადგენდა.
სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) ნეოკლასიკური არქიტექტურა, სამხატვრო გალერეები და ანდერგრაუნდ-კლუბები გელით.
ბარსელონა (ესპანეთი) - ამ ქალაქში ერთმანეთს იდეალურად ეხამება ძველი და ახალი, პატარა შუასაუკუნოვანი ქუჩები და მაგისტრალები; ისტორიული შენობები და თანამედროვე აპარტამენტები.
ბუენოს აირესს (არგენტინა) სამხრეთ ამერიკის პარიზს ეძახიან. ქალაქი არქიტექტურული ძეგლებით, მყუდრო კაფეებითა და ტანგოს ჰანგებითაა მდიდარი.
ფლორენცია (იტალია) უძველეს დროში შეჩერებული ქალაქი გეგონებათ. აქ თავმოყრილია იტალიური მუზეუმები, ტაძრები, გალერეები, მოედნები და მაღაზიები.
ნიუ-იორკს (აშშ) შეიძლება სამყაროს დედაქალაქი ვუწოდოთ. ამ ქალაქში, სხვადასხვა კვარტალში (ჩინური, იტალიური) სხვადასხვა კულტურას შეგიძლიათ გაეცნოთ. აგრეთვე, მოინახულოთ გალერეები, ცათამბჯენები; გაისეირნოთ ცენტრალურ პარკში.
ბერლინი (გერმანია) - სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბრანდერბურგის კარიბჭის სანახავად მაინც წავა ადამიანი.
შანხაი (ჩინეთი) არ იძინებს. აქ ცხოვრება ღამითაც არ წყდება. აქ ნახავთ ნეფრიტის ბუდას, დაათვალიერებთ შანხაის მუზეუმში და ივაჭრებთ დუნტაი დოუდის ბაზარში.
სიემ-რიპი (კამბოჯა) ანგკორ-ვატასთან ახლოს მდებარეობს. თუ იქ რელიგიური ტაძრების მონახულებაა შესაძლებელი, სიემ-რიპში მშვიდი დასვენება გელით.
ჰანოში (ვიეტნამი) აღმოსავლური და დასავლური კულტურაა შერწყმული. შეიარეთ ძველი ქალაქის ბაზარში, ვიეტნამელი ქალების მუზეუმში, მოინახულეთ თეატრები.
პარიზის (საფრანგეთი) ყველა ღირსშესანიშნაობის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ სიყვარულის ქალაქს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
მარაკეში (მაროკო) ჰაერიც კი სურნელოვანი არომატებითაა გაჟღენთილი. ბაზრები და ადგილობრივი სამზარეულო კი თავბრუს დაგახვევთ.
პრაღა (ჩეხეთი) საკუთარი თვალით უნდა დაათვალიეროთ, რომ მიხვდეთ, როგორ იდეალურად ეხამება ერთმანეთს შუა საუკუნეების ტაძრები თანამედროვე შენობებს.
პეკინი (ჩინეთი) პლანეტის უძველესი ქალაქია. როგორც ამბობენ, იგი 3 ათასი წლის წინ დაუარსებიათ. აქ გელოდებათ ჩინეთის დიდი კედელი და აკრძალული ქალაქი.
ლონდონი (ბრიტანეთი) ისტორიული ქალაქისა და თანამედროვე კულტურის სინთეზია. აქ გელით უინძორების სასახლე, ბიგ ბენი, ტრაფალგარის მოედანი და კიდევ უამრავი ისტორიული და თანამედროვე ადგილი.
რომს (იტალია) მარადიული ქალაქის სახელი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში შეერქვა. ისტორიული შენობები, თანამედროვე კულტურა, უნიკალური სამზარეულო და თავად იტალიელები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებიან.
სტამბული (თურქეთი) აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ისლამისა და ქრისტიანობის სინთეზი; საკვები, აღმოსავლური ბაზრები, უძველესი არქიტექტურა და, რა თქმა უნდა, თურქული აბანო, სადაც დასვენებასა და ნანახის გააზრებას შეძლებთ.