სხვა ხედი. V თავი. პარადოქსი
სხვა ხედი. V თავი. პარადოქსი
1 / 2
Next
- ლამაზად გამოიყურები - სესილია უადგილო კომპლიმენტმა გააღიზიანა.
- დასხედით... - ჩაახველა დევიდმა. ახალმისულებს სახეზე დაბნეულობა შეატყო.
- ვიცი, შეიძლება ჩემმა დანახვამ გაგაკვირვათ, უბრალოდ, მაქსიმს გვერდში დგომა სჭირდებოდა... ხომ გესმით, ის სულ მარტოა, ჩემთვისაც არ აპირებდა რამის თქმას, სანამ სესილია მისცემდა უფლებას. ერთია, როცა რთულ მდგომარეობაში ხარ და ამაზე ბევრად უარესია, როცა მარტო ხარ.

- დევიდი ჩემთვის ძალიან ახლობელია, თვალდახუჭული ვენდობი. შეგიძლიათ თქვენც ენდოთ. - ჩაერთო მაქსიმი.
- გასაგებია, გვესმის... ასეა თუ ისე, ახლა ყველანი დიდი
თავსატეხის ქვეშ ვართ... მე ვიცი, რომ თქვენ ბავშვები ხართ, მესმის, რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება ძალიან გერთულებათ და გაშინებთ, მაგრამ თქვენს ხელში სიცოცხლეა, ბავშვის სიცოცხლე, რომელიც თქვენი სიყვარულის ნაყოფია... - ენდი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. სესილია დუმდა, საუბრის წამოსაწყებად ძალა არ ჰყოფნიდა. აქა-იქ, როცა სიტუაციას სიღრმისეულად გააანალიზებდა, თავს ვერ იკავებდა და ერთი-ორი ცრემლი გადმოუგორდებოდა ხოლმე, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა.

- მე მიყვარს სესილია, გესმით?! - წამოიძახა მაქსიმმა. - მიყვარხარ, ჩემი ცხოვრება დიდი ხანია დაგიკავშირე და ჩემი მომავალი შენ გვერდით მაქვს წარმოდგენილი! რატომ გამოგყავვართ მკვლელი? რატომ ლაპარაკობთ ისე, თითქოს... თითქოს ბავშვის მოკვლა მინდა?! დიახ, არ მინდა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ? ბავშვს გაზრდა ხომ უნდა? განათლების მიცემა, ყოველდღიური საზრდო?! სესილია, - მიუბრუნდა სესილიას. - გაიხსენე შენი გეგმები! შენი სიტყვები, ყოველთვის იმას გაიძახოდი, მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა პარაზიტობააო. ხო, ზუსტად ასე ამბობდი! მით უმეტეს, მე არც კი ვიცი, რას იტყვიან ამ ყველაფერზე ჩემი მშობლები, დამიდგებიან კი მხარში? დედაჩემს უკვე თვეზე მეტია საერთოდ არ დავლაპარაკებივარ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოვიკლებდი ყველაფერს და ბავშვს და შენ მოგცემდით, მაგრამ... მაგრამ იმის გარანტიაც არ მაქვს, რომ მე მექნება რამე... არ ვმუშაობ, არასდროს მიმუშავია, გესმით? ვსწავლობ და ასე მოულოდნელად... სამსახურის პოვნასაც ხომ სჭირდება დრო? - თვალებამღვრეულს სიტყვა გაუწყდა და დადუმდა.

- მე... არ შემიძლია მოვკლა ბავშვი... და თუ მაინც გავაკეთე ეს, მასთან ერთად გაქრები შენც ჩემი ცხოვრებიდან.

- რატომ? ვერ ვხვდები, რატომ ამბობ ამას?!

- როგორ წარმოგიდგენია ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა?!

- რა გამოდის, მხოლოდ ბავშვის გამო გინდა ჩემთან ყოფნა? ანუ ცოლად თუ გამომყვები, მხოლოდ ბავშვის გამო?

- ღმერთო! - წამოიყვირა აღშფოთებულმა სესილიამ - როგორ არ გესმის?!

- ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ, ნებისმიერი ქალისთვის წარმოუდგენელია ურთიერთობის გაგრძელება კაცთან, რომელთან ერთადაც ყოველთვის გაახსენდება, რომ საკუთარი შვილი მოკლა! - მკვახედ მიახალა ენდიმ.

- მე მგონი, აჯობებს, მარტო დავტოვოთ, დაილაპარაკებენ. - მშვიდად უთხრა ენდის დევიდმა და ორივენი უსიტყვოდ ადგნენ და გარეთ გავიდნენ.

მაქსიმი გაუბედავად მიუახლოვდა სესილიას და ხელზე ფრთხილად, სათუთად გადაუსვა საჩვენებელი თითი. სხვა დროს, ალბათ ეს ჟესტი სასიამოვნო მღელვარებას გამოიწვევდა სესილიაში, მაგრამ იმ მომენტში, როცა თავს ყველაზე უბედურად გრძნობდა, მოფერებამ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა აღუძრა და აქვითინდა. მოულოდნელი რეაქციით შემცბარმა მაქსიმმა პირი გააღო, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ მოძებნა. საყვარელი ქალის ცრემლები გულს უკლავდა, გაუსაძლისი იყო ამ სურათის ყურება მისთვის. იმ წამს მზად იყო, ყველაფერზე წასულიყო, ოღონდ მისთვის ყველაზე ძვირფასი, ბავშვური და სასაცილო ღიმილი დაენახა ცრემლებით გაჟღენთილი, ტკივილით დამანჭული გამომეტყველების ნაცვლად. სული შეეხუთა, გადაიხარა გოგონასკენ და ძლიერად მოეხვია.

- გთხოვ, შეწყვიტე!

- არ... შემიძლია - საბრალოდ ამოიგმინა და დადუმდა... რამდენიმე წამი ორივე დუმდა.

- არ ვიცი, რას გადავწყვეტ ხვალ, უბრალოდ მინდოდა, შენი იმედი მქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მეტისმეტად სუსტი ყოფილხარ იმისთვის, რომ ვინმეს დასაყრდენი იყო.

მაქსიმმა კვლავ გააღო პირი, უნდოდა, ეთქვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მენდოო, მაგრამ არაფერი თქვა. არ უნდოდა მასზე გავლენის მოეხდინა. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, სწორედ იმის შიშით გაუცრუა იმედები საყვარელ ქალს, იმედები რომ არ გაეცრუებინა. ჰო, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ამგვარი იყო: არ შეეძლო მისთვის საიმედო სიტყვები ეთქვა, რადგან ვერ მისცემდა იმას, რასაც იმსახურებდა, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევდა მომავალში. მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ორივემ იცოდა, რომ საკმარისი იყო სესილიას ეთქვა, ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნიდა, მაქსიმიც გაიზიარებდა გადაწყვეტილებას და მასთან ერთად იზრუნებდა ამ ბავშვის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად.

- გთხოვ, დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება... - თქვა, მაგრამ თავადაც გააცნობიერა, რაოდენ არაფრისმომცემი და სულელური სიტყვები ამოსდიოდა პირიდან, რამდენჯერაც არ უნდა ეცადა რაიმეს თქმა და საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო. მუჭი ძლიერად შეკრა და მაგიდას დაარტყა ბრაზის გასაქარვებლად.

- დამპირდი, რომ არ მიმატოვებ... გთხოვ! - უთხრა და გოგონას მუდარით სავსე, ზურმუხტისფრად აელვებული თვალები შეანათა.

- უნდა წავიდე.

სესილია ადგა და წავიდა, ხმაურიანი ნაბიჯით მივიდა მძიმე კარებამდე, გამოაღო და გარეთ გასულმა მძიმედ მიიხურა. დევიდი და ენდი კართან იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, სესილიას დანახვაზე ორივე დაიძაბა.

- წავედით - უთხრა დას ისე, რომ არც კი შეუხედავს და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა.
1 / 2
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ცდუნება. თავი 7. დაუგეგმავი ორსულობა?..
10:17 / 17-11-2017
მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ნაბიჯების გადადგმას, როცა ფეხებში საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა.
ცდუნება. თავი 6. მარტოობის გემო
10:09 / 10-11-2017
ჩაფიქრებული აკაკუნებდა დანას მაგიდის ზედაპირზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, საშინელებათა ფილმში მოხვდა.
სხვა ხედი. თავი 17. მისტიკური ბზარი
13:32 / 06-11-2017
- როგორ ხარ? - ტრადიციულად წამოიწყო საუბარი კარლმა და სარკიდან შემომხედა.
ცდუნება. თავი 5. გაუჩინარებული უცნობი: რეალობა თუ ჰალუცინაცია?!
10:18 / 03-11-2017
ისე ჩაითრია ამ საუბარმა, არაფრით უნდოდა დასრულება. უჩვეულო სიმშვიდის განცდა ეუფლებოდა თითოეული სიტყვის მოსმენისას.
შოშიას ბლოგი: "ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!"
17:31 / 31-10-2017
ძალიან უცნაური არსებები არიან ეს კაცები: სექსს მოსაფერებლად და სიყვარულის დამაგვირგვინებელ აქტადაც იყენებენ და ერთგვარ დამსჯელ ღონისძიებადაც.
სხვა ხედი. თავი 16. წარსულის ექო
14:14 / 30-10-2017
გათენდა და როგორც ჩვეულებრივ, მზის ამოსვლას მოჰყვება ხოლმე, კვლავ რეალობასთან შეჯახება მომიწია. უამრავი არასასიამოვნო დიალოგი და დამღლელი შეხვედრა თუ სატელეფონო ზარი.
ცდუნება. თავი 4. იდუმალი უცნობი
13:49 / 27-10-2017
გაოგნებული იჯდა აივი და ვერაფრით იშორებდა ღიმილს სახიდან.
ცდუნება. თავი 3. კომპენსაცია სიყვარულისთვის
11:17 / 20-10-2017
ადგილს ვერ პოულობდა, წასვლამდე სულ ცოტა დრო რომ რჩებოდა.
იგავი იმის შესახებ, თუ რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი
13:54 / 19-10-2017
დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოძერწა ათი ადამი. ერთ-ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე – თევზაობდა... გადიოდა დრო... ერთხელ ათივე ადამი შემოქმედთან მივიდა თხოვნით:
სხვა ხედი. 15 თავი. ზღვარი
14:27 / 16-10-2017
სიყვარული ესთეტიკური გრძნობაა, თუ მას ცოტაოდენ ვნებას დავუმატებთ, დაუვიწყარ განცდებსა და სიმამაცის შემთხვევაში, ასევე, დაუვიწყარ თავგადასავლებსაც მივიღებთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30