ცდუნება. თავი 6. მარტოობის გემო
ცდუნება. თავი 6. მარტოობის გემო
1 / 2
Next
ჩაფიქრებული აკაკუნებდა დანას მაგიდის ზედაპირზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, საშინელებათა ფილმში მოხვდა. უკვე მეტისმეტი იყო ის ყველაფერი, რაც ორი დღის განმავლობაში დაატყდა თავს. თითქოს, გაღვიძებას ცდილობდა და არ გამოსდიოდა. ვერ ფხიზლდებოდა. ვერ ცვლიდა არსებულ რეალობას თვალების გახელით, რომელიც ისედაც ფართოდ ჰქონდა გახელილი...
არცთუ ისე ხშირად ჰქონდა ისეთი მომენტები, გაქრობა რომ ნდომებია. სხვების კი არა, საკუთარი თავის.

ახლა კი, ერთადერთ გამოსავლად სწორედ ეს ეჩვენებოდა. სხვანაირად, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. როგორ უნდა გაენადგურებინა ასე ერთი
ხელის მოსმით ყველაფერი. როგორ დაეძინა ღამით ისე, თითქოს, არც არაფერი მომხდარა. როგორ გაეთენებინა მომდევნო დღე იმის ცოდნით, რომ უკვე აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

მარტივი ცხოვრება არც არასდროს ჰქონია და პრინციპში, არც ეს იქნებოდა პირველი იმედგაცრუება, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა ამას ახლა მნიშვნელობა.

ყოველი ჭრილობა, წინების არსებობის მიუხედავად, მაინც ისეთივე მტკივნეულია, როგორიც პირველი და არ აქვს აზრი, რამდენი რამ გადაგიტანია მანამდე.

ახლაც ასე იყო.
ყველაფერს დაეკარგა მნიშვნელობა და მთავარი კითხვაც კი აღარ უჭამდა ტვინს.
ვერ ფიქრობდა, რატომ შეიძლება მომხდარიყო ის, რაც თავს დაატყდა.

უკვე ესეც აღარ აინტერესებდა.
ვერაფერი გაამართლებდა იმას, რომ მიატოვეს.

არანაირი მიზეზი არ ექნებოდა წასვლას, გაქცევას...
რა მნიშვნელობა ჰქონდა, რატომ? მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მარტო დატოვეს... ისევ.

– აივი, დაამთავრებ მასე მთელ კოლოფს და წინასწარ გეუბნები, მე მეორეს ამომტანი არ ვარ. – სრული სერიოზულობით გააფრთხილა ნუციმ, კიდევ ერთ ღერს რომ გაუკიდა ფიქრებში გართულმა და მისმა შენიშვნამაც ვერ დააბრუნა დედამიწაზე.

– წავალ აწი და ვიყიდი მე თვითონ... – მზერაგაშტერებულმა უპასუხა და შემდეგ კიდევ ერთხელ დახედა უცნობის დანას, მასზე რაიმე ორნამენტის აღმოჩენის იმედით. არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც პატრონის ვინაობის გაგებაში დაეხმარებოდა.

– თმა არ უნდა შეგისწორო?!
– რა ვიცი, თუ არ გეზარება... – მხრები აიჩეჩა და მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა, როგორი სულერთი იყო უკვე ყველაფერი.
ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გადაელახა, ან შეძლებდა თუ არა საერთოდ.

როგორ ამოეშალა გონებიდან? როგორ შეგუებოდა, რომ მასზე უარი თქვეს?

გრძნობა როგორ გაექრო ერთ დღეში და დაევიწყებინა კაცი, რომელიც ასე უყვარდა?
რაღაც მომენტში იმასაც კი უშვებდა, საკუთარი თავისათვის საბოლოოდ რომ გადაებიჯებინა და ანდროს დალაპარაკებოდა, თუმცა კი, საერთოდ ვერ ხედავდა ამ საუბრის აზრს. ისედაც კარგად აუხსნეს ყველაფერი. მარტივი სიტყვებით მოიშორეს და არც კი შეულამაზებიათ რეალობა.

– გული მერევა... – სახეშეჭმუხნილმა ამოიოხრა გუშინდელი ღამის გახსენებისას და ისეთი ტემპით გავარდა საპირფარეშოში, მხოლოდ თვალის გაყოლება მოასწრო ნუციმ.

საშინლად იყო. ისე ცუდად, დიდი სიამოვნებით დაჯდებოდა, მთელი დღე დეპრესიული თინეიჯერივით სულელურ მელოდრამებს უყურებდა, ნაყინის ჭამის ნაცვლად კი, ჩაის დალევდა და ისეთ ყველს შეჭამდა, ასე ძალიან რომ ვერ იტანდა ანდრო.
ნიჟარაზე ჩამოყრდნობილს ააკანკალა. ისე დაუარა სხეულში უცნაურმა გრძნობამ, ისე ერთიანად მოიცვა იმ რაღაცამ, სახელსაც რომ ვერ არქმევდა, უძლურობისგან ჩაიკეცა.

მთელი ძალით იჭერდა პირზე ხელს, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო, სიცივე კი, ფეხის თითებიდან შეეპარა ორგანიზმში და გრძნობდა, როგორ გაულურჯდა ტუჩები.

გრძნობდა, როგორ დაკარგა ფერი, როგორი უსუსური იყო იმ მომენტში, წამოდგომაც რომ არ შეეძლო, მაგრამ ესეც კი არ ადარდებდა.
არაფერი იყო იმაზე მტკივნეული, როგორც იმის გაცნობიერება, რომ აღარ ჰყავდა.
მის გარშემო იქნებოდა, მაგრამ თვითონ აღარ ჰყავდა.

ანდრო კი, ზუსტად ისე გააგრძელებდა ცხოვრებას, როგორც რამდენიმე დღის წინ.
იმავე დროს გაიღვიძებდა, აუჩქარებლად დალევდა უშაქრო ყავას, უპრობლემოდ შეიკრავდა ჰალსტუხს და აღარ მოაჩვენებდა თავს, თითქოს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა ამ საქმეში.

სახლიდანაც ჩვეულ დროს გავიდოდა. ტრადიციულად გაუღიმებდა დაცვას, სანამ ჭიშკარს გაუღებდნენ. სამსახურში მისულიც, ყურადღებით მოიკითხავდა თანამშრომლებს და კაბინეტში შესვლამდე, ზუსტად ისევე მოითხოვდა ორმაგ ესპრესოს, შაქრისა და რძის გარეშე, როგორც ამას აკეთებდა გუშინ, გუშინწინ და მაშინაც, სანამ აივი გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში.

ალბათ, ის ნახატიც კვლავ ეკიდებოდა კომპანიის საკონფერენციო დარბაზში, რომლის წყალობითაც გაიცნეს ერთმანეთი და საკუთარ პორტრეტზე დატოვებული მხატვრის ხელმოწერაც დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი სახელი და გვარი გახდებოდა.

– რა გჭირს? – აღელვებულმა შეუღო საპირფარეშოს კარი ნუციმ და იატაკზე ჩაკეცილი რომ დაინახა, კიდევ უფრო შეეცვალა მზერა. – რა მოგივიდა, თავბრუ დაგეხვა? წნევა ხომ არ დაგივარდა?
– არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. – ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და ძლივს მოახერხა წამოდგომა.
– წამოდი, მაგარ ყავას გაგიკეთებ, ცოტას გამოგაფხიზლებს...

გაგრძელება
1 / 2
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სხვა ხედი. 18 თავი. დასაწყისი
11:17 / 20-11-2017
ყოველი დღე თითქმის იდენტურია წინა, ან მომდევნო დღისა. თავიდან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება რომანტიკულ ფილმს გაგონებს:
ცდუნება. თავი 7. დაუგეგმავი ორსულობა?..
10:17 / 17-11-2017
მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ნაბიჯების გადადგმას, როცა ფეხებში საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა.
სხვა ხედი. თავი 17. მისტიკური ბზარი
13:32 / 06-11-2017
- როგორ ხარ? - ტრადიციულად წამოიწყო საუბარი კარლმა და სარკიდან შემომხედა.
ცდუნება. თავი 5. გაუჩინარებული უცნობი: რეალობა თუ ჰალუცინაცია?!
10:18 / 03-11-2017
ისე ჩაითრია ამ საუბარმა, არაფრით უნდოდა დასრულება. უჩვეულო სიმშვიდის განცდა ეუფლებოდა თითოეული სიტყვის მოსმენისას.
შოშიას ბლოგი: "ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!"
17:31 / 31-10-2017
ძალიან უცნაური არსებები არიან ეს კაცები: სექსს მოსაფერებლად და სიყვარულის დამაგვირგვინებელ აქტადაც იყენებენ და ერთგვარ დამსჯელ ღონისძიებადაც.
სხვა ხედი. თავი 16. წარსულის ექო
14:14 / 30-10-2017
გათენდა და როგორც ჩვეულებრივ, მზის ამოსვლას მოჰყვება ხოლმე, კვლავ რეალობასთან შეჯახება მომიწია. უამრავი არასასიამოვნო დიალოგი და დამღლელი შეხვედრა თუ სატელეფონო ზარი.
ცდუნება. თავი 4. იდუმალი უცნობი
13:49 / 27-10-2017
გაოგნებული იჯდა აივი და ვერაფრით იშორებდა ღიმილს სახიდან.
ცდუნება. თავი 3. კომპენსაცია სიყვარულისთვის
11:17 / 20-10-2017
ადგილს ვერ პოულობდა, წასვლამდე სულ ცოტა დრო რომ რჩებოდა.
იგავი იმის შესახებ, თუ რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი
13:54 / 19-10-2017
დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოძერწა ათი ადამი. ერთ-ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე – თევზაობდა... გადიოდა დრო... ერთხელ ათივე ადამი შემოქმედთან მივიდა თხოვნით:
სხვა ხედი. 15 თავი. ზღვარი
14:27 / 16-10-2017
სიყვარული ესთეტიკური გრძნობაა, თუ მას ცოტაოდენ ვნებას დავუმატებთ, დაუვიწყარ განცდებსა და სიმამაცის შემთხვევაში, ასევე, დაუვიწყარ თავგადასავლებსაც მივიღებთ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი