ცდუნება. თავი 10. სტუმრად უცნობი მამაკაცის სახლში
ცდუნება. თავი 10. სტუმრად უცნობი მამაკაცის სახლში
1 / 2
Next
- შაქარი რამდენი? - ისე უშუალოდ ჰკითხა ირაკლიმ, სახლში რომ შევიდნენ და ქურთუკი გაიხადა, არც ტრადიციული „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ უთქვამს, არც დაჯდომა შეუთავაზებია და არც ბინის დათვალიერება.

- შენ რამდენით სვამ?
- ამას მნიშვნელობა აქვს? - ჩაეცინა, თუმცა, სათქმელის აზრს კი მიუხვდა.

- კაკაო შენ შემომთავაზე, ამიტომ მინდა, ზუსტად ისეთი გავსინჯო, როგორზეც დამპატიჟე. - მხრები აიჩეჩა და დაინტერესებულმა მოავლო თვალი ოთახს.

უბრალო სახლი იყო, არც ღარიბული ეთქმოდა და არც ზედმეტად მდიდრული, თუმცა, ისე
მოეწყო პატრონს, აშკარად მიხვდებოდით, ვისაც ეკუთვნოდა. კედლები შეღებილი იყო, აივანზე გასასვლელი კარი კი მინით შეეცვალათ. დასავლეთის მხარეს მთლიან კედელზე სხვადასხვა ფოტო იყო ჩამოკიდებული, თუმცა, ყველა ჩარჩოს გარეშე.

უმეტესობა შავ-თეთრ ფერში, საინტერესო კომპოზიციები და მხოლოდ რამდენიმე პორტრეტი. მოპირდაპირე კედელთან, დაბალფეხება მაგიდაზე ფირსაკრავი იდგა, კედლის დანარჩენ მხარეს, მთელ სიმაღლეზე კი, წიგნებით სავსე თაროები. რომელიმე რომანიდან გადმოსული პერსონაჟის სახლს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე რეალური ადამიანის. აივი კი, თავს ისე გრძნობდა, თითქოს, სადღაც სხვა სამყაროში მოხვდა. შეეძლო დაეფიცა, რომ აქაურობის სურნელიც კი იგრძნო და თავისუფლად გამოარჩევდა სხვებისგან. ზოგადად, ისედაც სჯეროდა, რომ ყველა ადგილს, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, საკუთარი, ინდივიდუალური აურა ჰქონდა, აქაურობა კი, აშკარად ზედმეტად განსაკუთრებულად აღიქვა და თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ დაინტერესდა ასე ძალიან ამ კაცით.

- იმედია, რძეზე ალერგია არ გაქვს. - ფიქრები შეაწყვეტინა ირაკლის ხმამ. ორი, სრულიად სხვადასხვანაირი, დიდი ზომის ჭიქა ეჭირა და აშკარა იყო, აქამდეც აკვირდებოდა, როგორ ათვალიერებდა გოგონა მის ადგილს.

- ცარიელ რძეს არ ვსვამ, მაგრამ ყავაში მიყვარს. იმედია, კაკაოშიც მომეწონება. - გამოართვა მშვიდად, მაგრამ დალევას არ ჩქარობდა. - ცხელს ვერ ვსვამ.

Image result for woman and man , home  coffee, tumblr
- უცნაურია.
- რა არის უცნაური?

- არ გიყვარდეს ის, რისი დახმარებითაც სხვა რამეს უკეთესს ხდი. - მხრები აიჩეჩა და ისე წარმოთქვა, თითქოს ყავასა და რძეზე კი არა, უფრო მაღალ მატერიებზე საუბრობდა. შემდეგ მინის კედლის წინ, პუფში მოკალათდა ისე, თვალიც არ მოუშორებია გოგოსთვის და თავით რომ ანიშნა, თვითონაც დამჯდარიყო, მხოლოდ შემდეგ გამოერკვა აივი.

- ისე საუბრობ, თითქოს, ძალიან ბევრი რამ იცი ჩემზე. - აღიარა გულწრფელად. ახლა გაიაზრა თვითონაც, რატომ იზიდავდა ეს ადამიანი ასე ძალიან.

- არცაა საჭირო ბევრი რამის ცოდნა.
- არ მითხრა, რომ ფოტოთი მიხვდი, - ჩაეცინა, წეღანდელი დიალოგი რომ გაახსენდა. - მაინც არ დაგიჯერებ.

- რას, ერთი მზერით რომ მოვახერხე ყველაფრის წაკითხვა? და სულში რომ ჩაგიძვერი თვალების გავლით? არა, არ გეტყვი. - გაეცინა თვითონაც. ისე დაკვირვებით უყურებდა, თითქოს, მის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა, იკვლევდა, თითქოს, მართლა მის შიგნით ჩაძრომას ცდილობდა და უნდა ითქვას, ახერხებდა კიდეც.

- გემრიელია. - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე ისევ აივიმ დაარღვია. - და რძის გემოც უხდება.

- არ დამიმატებია.
- რა? - ვერ მიუხვდა.

- არ დამიმატებია რძე. - ირაკლიმ კი, ისე აზიდა წარბები, თითქოს ტყუილში გამოიჭირა.
- მომატყუე?

- მე ხომ არ მითქვამს, რომ კაკაოში დავამატე. უბრალოდ, აღვნიშნე, იმედია, ალერგია არ გაქვს-მეთქი. შენ აღიქვი სრულიად სხვანაირად და ახლა გგონია, რომ მოგატყუე, როცა, მე ჩემი გადმოსახედიდან მართალი ვარ და ამავდროულად, შენც შენი სიმართლე გაქვს.

- ძალიან ხლართავ.
- ამ დროს, პირიქით, ზედმეტად მარტივია ყველაფერი. ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული უბრალოდ.
- ანუ შეიძლება, რაც მე სიმართლე მგონია, ის სულაც არ იყოს მართალი და ვცდებოდე?
- ანუ ყველას თავისი სიმართლე აქვს. ინდივიდუალურია.
- არის ისეთი რაღაცები, რასაც ორი მხრიდან ვერ შეხედავ.
- მაგალითად?
- მაგალითად, როცა ადამიანი გეუბნება, რომ...

- ეგეც ინდივიდუალურია. - შეაწყვეტინა სწრაფადვე. - რაც ორ ადამიანს შორის ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა ურთიერთობაა, ყველაფერი ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული და თუ მისი ნათქვამი შენ სხვანაირად გაიგე, სულაც არ ნიშნავს, რომ თვითონაც მასე გითხრა.

- დედაჩემმა მამაჩემს უღალატა და საყვარელთან ერთად გაიქცა. აქ შეიძლება, რომ ორი სიმართლე არსებობდეს?
- ისე მშვიდად გაუმხილა საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავი, თითქოს, ოდნავადაც არ ადარდებდა. წარბიც კი არ შეხრია ამის თქმისას, არც გამომეტყველება შეცვლია, სრული სიცივითა და გულგრილობით თქვა და ყველაზე მეტად ის გაუხარდა, ირაკლის თვალებშიც რომ ვერ ამოიკითხა სიბრალული.

- გინდა, რომ დედაშენი გავამტყუნო? თუ გინდა, ისეთი რამ გითხრა, რითაც მის პატიებას შეძლებ?

- მაპატიე, მაგრამ რაც უნდა მითხრა, იმ ამბავზე დამოკიდებულებას მაინც ვერ შემიცვლი.

- მართალია. იმიტომ, რომ შენს ხედვას ვერ შევცვლი. ჩემთვის, შესაძლოა, სრულიად სხვანაირად აღსაქმელი იყოს ეს ამბავი.

- როგორ შეიძლება, ღალატი სხვანაირად აღიქვა? მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, ქმარს უყვარხარ, ბედნიერი ოჯახი გაქვს და...


- თვითონ თუ არ უყვარდა?! არასდროს გიფიქრია, რომ მამაშენი არ უყვარდა?

- მაშინ რატომ გაჰყვა ცოლად? შვილი რატომ გააჩინა ისეთი კაცისგან, რომელიც არ უყვარდა?

- გადაუყვარდა. არ შეიძლება? თუ გრძნობები არ ცივდება? ან იქნებ ეგონა, რომ უყვარდა და საკუთარი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს ისეთ დროს შეხვდა, როცა უკვე ოჯახი ჰყავდა?

- და ეს თავისთავად იმას ამართლებს, რაც ჩაიდინა?!
- ისე აღშფოთდა, ხელებიც კი აუკანკალდა სიბრაზისგან. სწრაფად დადგა ჭიქა იატაკზე და ისე წამოიწია, თითქოს, შეტევაზე გადასასვლელად ემზადებოდა.

გადაფურცლეთ
1 / 2
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ცდუნება. თავი 13. ფოტოებში დამალული ისტორია
10:14 / 15-12-2017
- ჯანდაბა! - თვალები გაუფართოვდა აივისაც, შემდეგ კი, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, ისე ელვის სისწრაფით გაცვივდნენ მოედნიდან, ვერც კი მოასწრეს იმის დანახვა, მართლა იყო ხმაურის გამომწვევი მიზეზი თუ მღელვარებისგან მოელანდათ.
ცდუნება. შუაღამის პაემანი. თავი 12
10:30 / 12-12-2017
- არ მჯერა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ! - ჯერ კიდევ გაოგნებული იყო ჭანტურია, ეროვნული სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან რომ იდგნენ შუაღამისას.
ცდუნება. თავი 11. ინტრიგნული გამოწვევა
10:29 / 08-12-2017
- შენ რა იცი, როგორია და როგორი სჭირდება გვერდით... - აშკარაა, რომ ისეთი არა, როგორიც შენ, და საერთოდაც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ, გვერდით ვინმე ჰყავდეთ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვართ.
სხვა ხედი. თავი 20. დაკარგვის ფობია
11:03 / 05-12-2017
ფიქრებში გართული მივუყვებოდი მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, ხავსმოდებულ შენობებსა და ბუჩქებს.
ცდუნება. თავი 9. იდუმალი უცნობი ბარიდან...
10:39 / 01-12-2017
ყველაფერს ელოდა, ამ ადამიანის ნახვის გარდა და მით უმეტეს, აქ!
სხვა ხედი. 19 თავი. ტრანსფორმაცია
11:32 / 27-11-2017
ვერაფერი ვუპასუხე. დიდი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის მიუხედავად, გამბედაობა არ მეყო ერთი შეხედვით არცთუ ისე რთული პასუხის წარმოსათქმელად.
ცდუნება. თავი 8. საავადმყოფოს სურნელი
11:43 / 24-11-2017
ერთმანეთში აერია ყველა შეგრძნება. მოულოდნელობა, გაკვირვება, შიში... ყველაზე მეტად, შიში.
სხვა ხედი. 18 თავი. დასაწყისი
11:17 / 20-11-2017
ყოველი დღე თითქმის იდენტურია წინა, ან მომდევნო დღისა. თავიდან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება რომანტიკულ ფილმს გაგონებს:
ცდუნება. თავი 7. დაუგეგმავი ორსულობა?..
10:17 / 17-11-2017
მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ნაბიჯების გადადგმას, როცა ფეხებში საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა.
ცდუნება. თავი 6. მარტოობის გემო
10:09 / 10-11-2017
ჩაფიქრებული აკაკუნებდა დანას მაგიდის ზედაპირზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, საშინელებათა ფილმში მოხვდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31